საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება რომ საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელს ბატუტზე ხტომებში ზურაბ კიკნაძეს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება. ვულოცავთ ბატონ ზურაბს ამ წოდებას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს!
ვრცლად »მსოფლიოში, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ევროპის ტანვარჯიშის კავშირმა მიიღოგადაწყვეტილებაცრომ გაუქმდეს შემდეგი ტურნირები: 1) ევროპის ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში გოგობენს შორის, რომელიც უნდა ჩატარებულიყო პარიზში (საფრანგეთი) 30 აპრილი-3მაისი 2020 2) ევროპის ჩემპიონატი ბატუტზე ხტომებში, რომელიც უნდა ჩათარებულიყო გიოტებორგში (შვედეთი), 7-10 მაისო 2020 3) ევროპის ჩემპიონატი მხატვრულ ტანვარჯიშში , რომელიც უნდა ჩატარებულიყო კიევში (უკრაინა), 21-24 მაისი 2020 4) ევროპის ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში ვაჟებს შორის, რომელიც უნდა ჩატარებულიყო ბაქოში (აზერბაიჯანი) 27-31 მაისი 2020.
ვრცლად »გასულ კვირას, ქალაქ ბაქოში ჩატარდა FIG მსოფლიო თასი სპორტულ ტანვარჯიშში. მონაწილეებს შორის იყო ჩვენი დელეგაციაც. ფინალების წინა დღეს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში შემავალი ოპერატიული შტაბის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით აიკრძალა მასობრივი ღონისძიებების ჩატარება და შესაბამისად 14-15 მარტის ფინალები გაუქმდა. ჩვენი დელეგაცია დაუყოვნებლივ დაუკავშირდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, იმისთვის რომ მიეღო რჩევები და რეგულაციები ან ვითარებასთან შესაბამისად. საელჩომ გამოიჩინეს დიდი გულისხმიერება
ვრცლად »28.02.2020-02.03.2020 პოლონეთის სოსნოვიცეში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში ‘’სოსნოვიცეს ზამთრის თასი 2020’’, სადაც მონაწილოება მიიღო 18 ქვეყნის 700 ტანმოვარჯიშემ. ამ ტანმოვარჯიშეებს შორის იყვნენ ჩვენი ტანმოვარჯიშეებიც. მათ ძალიან კარგად იასპარეზეს და გთვაზობთ მათ შედეგებს: ‘’A’’ კატეგორია, 2011 წელს დაბადებულები: ელენე ბაქრაძე მე-2 ადგილი მრავალჭიდში და 1-ლი ადგილი გურზებით ვარჯიშში. ‘’A’’კატეგორია, 2011 წელს დაბადებულები: ნინი ბატატუნაშვილი მე-2 ადგილი მრავალჭიდში, 1-ლი ადგილი რგოლით ვარჯიშში ‘’C’’ კატეგორია: ნუცა წერეთელი 1-ლი ადგილი მრავალჭიდში, 1-ლი ადგილი რგოლით ვარჯიშში ‘’B’’ კატეგორია, 2009 წელს დაბადებულები: ანასტასია ხურცილავა მე-2 ადგილი მრავალჭიდში, 1-ლი ადგილი ბაფთით ვარჯიშში
ვრცლად »7 მარტს ბაქოში დაიწყო საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში იუნიორებს შორის. ეს ტურნირი პირველად ტარდება და არის მოსამზადებელი ეტაპი ევროპის ჩემპიონატისთვის რომელსაც ბაქო უმასპინძლებს მიმდინარე წლის 27-31 მაისს. პირველი დღე იყო საკვალიფიკაციო და გამოვლინდნენ ფინალისტები, რომლებმაც დღეს იასპარეზეს. საქართველოს წარმოადგენდა დაჩი დოლიძე ( მწვრთნელი: ილია ვაშაკიძე). დაჩიმ მშვენივრად შეასრულა ვარჯიშები და ორი მედალი მოიპოვა: ვერცხლის მედალი ტაიჭზე და ბრინჯაო თავისუფალ ვარჯიშში.
ვრცლად »საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია გილოცავთ დედის დღეს!
ყველა დედას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას!
გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საპატიო მოქალაქე, მრავალი ორდენისა და საპატიო ჯილდოს მფლობელი, მრავალი სპორტის ოსტატის და კანდიდატების აღმზრდელი, ქალბატონი ნადეჟდა ორლოვა. საქართველოს ტანვარჯიშის სამყარო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს.
ვრცლად »ამ დღეებში, მოსკოვში მიმდინარეობს გრან-პრი მხატვრულ ტანვარჯიშში. ტანვარჯიშის ამ დისციპლინის უძლიერესი ტანმოვარჯიშეები იღებენ მონაწილეობას ამ ტურნირზე. მათ შორის არის ჩვენი ეროვნული გუნდის ლიდერი სალომე ფაჟავა. როგორც ყოველთვის სალომემ გამოიჩინა ხასიათი და ბრძოლისუნარიანობა და მშვენივრად იასპარეზა. სალომემ მრავალჭიდში დაიკავა მეშვიდე ადგილი და ასევე იასპარეზა საგნების ფინალებში: რგოლი, გურზები, ბაფთა. ყველაზე კარგად სალომემ გურზებით ფინალში იასპარეზა და დაიკავა მესამე ადგილი. ვულოცავთ სალომეს ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს!
ვრცლად »31 იანვრიდან–2 თებერვლის ჩათვლით ქ.თბილისში ჩატარდა სპორტულ ტანვარჯიშში მსაჯთა კურსი. ამ კურსის ჩატარების თხოვნით საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამ მიმართა ევროპის ტანვარჯიშის ფედერაციას, რაზეც მიიღო დასტური. ამ კურსის ჩასატარებლად ჩამოვიდნენ ევროპის ტანვარჯიშის კავშირის ექსპერტები: ქალბატონები ორნა შაი და კრისტინ ფრაუნქნიფტი, და ასევე, ბატონები ჟან–ფრანსუა ბლანკვინო და ილია გიორგაძე. კურსის მსვლელობისას ჩვენი ეროვნული კატეგორიის მსაჯები გაეცნენ მიმდინარე და ასევე , ახალ წესებს. კურსი დაყოფილი იყო თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებად. კურსმა გამოიწვია ჩვენ მსაჯებში ძალიან დიდი ინტერესი, ჩართულობა და მოწონება. გვინდა, მადლობა გადაუხადოთ მოწვეულ ექსპერტს მაღალ დონეზე ჩატარებული კურსისთვის, ასევე, ევროპის ტანვარჯიშის კავშირს და პირადად მის პრეზიდენტს ბატონ ფარიდ გაიბოვს ამ კურსის ჩატარების გადაწყვეტილების მიღებისთვის. მადლობას ვუხდით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კურსის ორგანიზებაში დახმარებისთვის. ასევე, მადლობას ვუხდით სასტუმრო "Light House Old Tbilisi'' და "Jazz Hotel'' ხელმძღვანელობას, ჩამოსული ექსპერტების შესანიშნავი მასპინძლობისთვის და კურსის ჩატარებაში გაწეული დახმარებისთვის.
ვრცლად »მიმდინარე წლის 25–26 იანვარს, ავსტრიის დედაქალაქმა უმასპინძლა საერთაშორისო ტურნირს მხატვრულ ტანვარჯიშში ‘’ახალგაზრდა ტალანტები ვენის თასი 2020’’. ტურნირში მონაწილოება მიიღო 18 ქვეყნის ტანმოვარჯიშემ. ამ მონაწილეებს შორის იყვენენ ქართველი ტანმოვარჯიშეებიც. ჩვენმა გოგონებმა ელენე ბაქრაძემ და მარიამ გელიაშვილმა ძლაიან კარგად იასაპრეზეს. ელენე ბაქრაძემ , 2011 წელს დაბადებულ გოგონათა შორის A კატეგორიაში მოიპოვა I ადგილი მრავალჭიდში, I ადგილი რგოლით ვარჯიშში და II ადგილი გურზებით ვარჯიშში. მარიამ გელაშვილმა , 2009 წელს დაბადებულ გოგონათა შორის A კატეგორიაში მოიპოვა III ადგილი მრავალჭიდში, II ადგილი ბურთით ვარჯიშში და ასევე, მარიამი დააჯილდოვეს სპეციალური პრიზით ‘’გამარჯვების განსაკუთრებული მონდომებისთვის’’.
ვრცლად »საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია დაბადების 70 წლის საიუბილეო თარიღს ულოცავს საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს სპორტულ ტანვარჯიშში გურამ ჯინჭარაძეს, რომელსაც აღზრდილი ჰყავს მრავალი სპორტის ოსტატი, მათ შორის ოლიმპიადის ფინალისტი ილია გიორგაძე, ასევე მრავალი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულები: მაგდა რობაქიძე, ნატალია ძიძიგური და ქრისტინე მორჩაძე.
ვრცლად »