გუშინ ''ნელის სალაძის აკადემიაში'' დაიწყო საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშშ ''ნელი სალაძის თასი''. ნელი სალაძე–დაიბადა თბილისში. მხატვრული ტანმოვარჯიშე, მწვრთნელი. სსრკ ორგზის ჩემპიონი ჯგუფურ ვარჯიშში (1961, 62), სსრკ უნივერსიადაში გამარჯვებული (1964). მწვრთნელად მუშაობა დაიწყო 1971 წლიდან, იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1976-93). საქართველოს ნაკრები გუნდის წევრებმა უდიდეს წარმატებებს სწორედ ნელი სალაძის ხელმძღვანელობის პერიოდში მიაღწიეს. მისი აღზრდილები არიან: ირინე გაბაშვილი, ლალი დოლიძე, ირინა ჟემჩუჟინა, მაია ნადიბაიძე, ირმა ყიფშიძე, ელისო ბედოშვილი.
ვრცლად »როგორც მოგეხსენებათ მიმდინარე წლის 21 ივნისდიდან 1 ივლისამდე ქ. მინსკში გაიმართა მეორე ევროპული თამაშები. საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა მეორე ევროპული თამაშები წარმატებით დაასრულა: 30 მედალი და გუნდური მე-7 ადგილი მინსკის მეორე ევროპული თამაშები საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული შედეგით დასრულდა. ქართველმა სპორტსმენებმა მინსკის სარბიელზე სპორტის 7 სახეობაში 30 მედალი მოიპოვეს. მათ შორის 6 ოქროს, 10 ვერცხლის და 14 ბრინჯაოს მედალი, საერთო ჩათვლაში კი მეშვიდე შედეგი აჩვენეს. თამაშებში ევროპის 50 ქვეყნის 4000-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. ჩვენ ფედერაცია წარმოდგენილი იყო 3 სახეობაში 5 სპორტსმენით. საუკეთესო შედეგი აჩვენა ლუბა გოლოვინამ.
ვრცლად »დღეს მინსკის თამაშებზე ჩატარდა ბატუტზე ხტომებში ასპარეზობა გოგონებს შორის. ჩვენი გუნდის ლიდერმა ლუბა გოლოვინამ მშვენივრად იასპარეზა და დაიკავა მეორე ადგილი.
ვრცლად »26–27 მაისს თბილისში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში. ტურნირს უმასპინძლა დიღმის ჭალებში მდებარე ტანვარჯიშის ახალმა არენამ. 60 ტანმოვარჯემ იასპარეზა ტურნირზე. გამარჯვებულებს და პრიზიორებს გადაეცათ მედლები და დიპლომები.
ვრცლად »მიმდინარე წლის 17-18 მაისს ქ. თბილისში, ტანვარჯიშის ახალ არენაზე, გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი ბატუტზე ხტომებში. მონაწილეობა მიიღო ასოცდაათ სპორტსმენმა, რომლებიც ჩამოვიდნენ: ბათუმიდან, ქუთაისიდან, გორიდან, ხაშურიდან, მარნეულიდან და რა თქმა უნდა მათ შორის იყვნენ სპორტსმენები თბილისიდანაც.
ვრცლად »მიმდინარე წლის, 2–7 მაისს, ქუთაისმა უმასპინძლა საერთაშორისო ტურნირს სპორტულ ტანვარჯიშში ‘’ქუთაისის თასი –ჩვენი მომავალი ოლიმპიელები“. აღნიშნული ტურნირი გამიართა იუნიორებსა და პრე–იუნიორებს შორის. ტურნირზე მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანის, ჩეხეთის და საქართველოს გუნდებმა. ასევე გუნდურ ჩათვლაში იასპარეზეს თბილისის, ქუთაისის და ბათუმის გუნდებმაც. სულ ორმოცდაათამდე ტანმოვარჯიშემ მიიღო მონაწილეობა ამ ტურნირზე.
ვრცლად »საქართველოს ასაკობრივმა დ ახალგაზრდულმა ნაკრებმა სპორტულ აკრობატიკაში წარამატებით იასპარეზა 1–5 მაისს ბულგარეთის ქალაქ ბოტევგრადში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე –„აკრო თასი’’.
ტურნირში მონაწილეობდა: ბულგარეთის, ინგლისის, მოლდავეთის, საბერძნეთის და საქართველოს გუნდები.
ჩვენმა აკრობატება მშვენივრად გაართვერს თავი როგორც საკვალიფიკაციო , ასევე, ფინალურ პროგრამას და მოიპოვეს სხვადასხვა სინჯის მედლები ცალკეულ დისციპლინებში.
ვრცლად »10-14 აპრილს პოლონეთში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში.
ამ ჩემპიონატზე გათამაშდა ტოკიო 2020 ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების ნაწილი და ასევე, ევროპის მეორე თამაშების მინსკი 2019 ლიცენზიები.
6–7 აპრილს, თბილისში, ტანვარჯიშის ახალ არენაზე ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი სპორტულ აკრობატიკაში.
ჩემპიონატაში მონაწილეობა მიიღო : თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, თერჯოლის და რუსთავის 80 აკრობატმა.
ჩვენი აკრობატები ასევე ჩაერთნენ თეთრი ბარათის აქციაში.
ვრცლად »სპორტის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ერთვება აქციაში "თეთრი ბარათი" რომლის მთავარი მიზანია, სპორტში ჩართულობის, ტოლერანტობისა და მშვიდობის მხარდაჭერა. აქციაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ჩვენს კოლეგა ფედერაციებს.
ვრცლად »28–31 მარტს, უკრაინის დედაქალაქმა, უმსაპინძლა ოლიმპიური ჩემპიონის სტელა ზახაროვას სახელობის საერთაშორისო ტურნირს სპორტულ ტანვარჯიშში. ეს ტურნირი ყოველწლიური, მაგრამ უკვე მეორე წელია რაც არის ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ლიცენზირებული ტურნირი. ტუნრიზე მონწილეობა მიიღო 160 ტანმოვარჯიშემ 20 ქვეყნიდან, მათ შორის იყვნეენ ჩვენი ტანმოვარჯიშეებიც.
ვრცლად »საქართველოს ახალგაზრდული ეროვნული ნაკრები გუნდის წევრები ბატუტზე ხტომებში 14 მარტს გაემგზავრნენ აშშ–ში სასწავლო–საწვრთნო შეკრებაზე და საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად.
ჩვენი სპორტსმენები, ერთი კვირის მანძილზე, შეკრებას გადიოდნენე აშშ–ს ეროვნული ნაკრები უნდის წევრებთან ერთად.
23–25 მარტს გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ბატუტზე ხტომებში ‘’მერილენდის კლასიკი 2019’’. ტურნირზე ჩვენმა სპორტსმენებმა ძალიან კარგად ისაპარეზეს და 5 მედალი მოიპოვეს.
ვრცლად »