31 იანვრიდან–2 თებერვლის ჩათვლით ქ.თბილისში ჩატარდა სპორტულ ტანვარჯიშში მსაჯთა კურსი. ამ კურსის ჩატარების თხოვნით საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამ მიმართა ევროპის ტანვარჯიშის ფედერაციას, რაზეც მიიღო დასტური. ამ კურსის ჩასატარებლად ჩამოვიდნენ ევროპის ტანვარჯიშის კავშირის ექსპერტები: ქალბატონები ორნა შაი და კრისტინ ფრაუნქნიფტი, და ასევე, ბატონები ჟან–ფრანსუა ბლანკვინო და ილია გიორგაძე. კურსის მსვლელობისას ჩვენი ეროვნული კატეგორიის მსაჯები გაეცნენ მიმდინარე და ასევე , ახალ წესებს. კურსი დაყოფილი იყო თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებად. კურსმა გამოიწვია ჩვენ მსაჯებში ძალიან დიდი ინტერესი, ჩართულობა და მოწონება. გვინდა, მადლობა გადაუხადოთ მოწვეულ ექსპერტს მაღალ დონეზე ჩატარებული კურსისთვის, ასევე, ევროპის ტანვარჯიშის კავშირს და პირადად მის პრეზიდენტს ბატონ ფარიდ გაიბოვს ამ კურსის ჩატარების გადაწყვეტილების მიღებისთვის. მადლობას ვუხდით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კურსის ორგანიზებაში დახმარებისთვის. ასევე, მადლობას ვუხდით სასტუმრო "Light House Old Tbilisi'' და "Jazz Hotel'' ხელმძღვანელობას, ჩამოსული ექსპერტების შესანიშნავი მასპინძლობისთვის და კურსის ჩატარებაში გაწეული დახმარებისთვის.