აკრობატიკა ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს “მაღლა მოსიარულეს“. საქართველოში გავრცელებული იყო , როგორც ხალხური ხალხური ფიზიკური ხელოვნება და ბავშვთა ფიზიკური აღზრდის სისტემის ერთ – ერთი მიმართულება. საქართველოში სპორტული აკრობატიკის განვითარებას დიდი წვლილი დასდო ტანვარჯიშის ერთ ერთმა ფუძემდებელმა გიორგი ეგნატაშვილმა, კოწო ბადრიძემ და ძმებმა კონსტანტინე და პავლე გრომოვებმა. კოწო ბადრიძემ საფუძველი ჩაუყარა წყვილთა და ჯგუფურ ვარჯიშებს საქართველოში. მოგვიანებით სპორტული აკრობატიკა დაინერგა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში : აფხაზეთში, აჭარაში, ქუთაისში, რუსთავში, ცხინვალში, გურჯაანში და მარნეულში, რამაც ხელი შეუწყო ამ სახეობის განვითარებას.