ივნისი 26, 2025

ტანვარჯიშში ყველასათვის მესამე საერთაშორისო გამოწვევის ტურნირი გაიმართება ბაქოში (აზერბაიჯანი) 28 და 29 ივნისს. შეჯიბრში მონაწილეობას 5 სხვადასხვა ქვეყნის 48 გუნდი მიიღებს. გუნდებს შორის იქნება საქართველოს დელეგაცია ორი გუნდით: ნელი სალაძის აკადემიის გუნდი (მწვრთნელები: სალომე ურუშაძე და სალომე ოთარაშვილი) და აკრო გუნდი რუსთავიდან (მწვრთნელი: ვიქტორია ლებედევა). დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ბატონი კონსტანტინე ლაშხი. ღონისძიებას ნამდვილი ფესტივალის ატმოსფერო აქვს, მასტერკლასებით, გუნდების ფერადი წარმოდგენებით და გასართობი პროგრამებით, რომლებიც ყველა ასაკობრივი ჯგუფის გემოვნებას დააკმაყოფილებს. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს გუნდებს!

ვრცლად »
ივნისი 24, 2025

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია დაბადების დღეს ულოცავს ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ კონსტანტინე ლაშხს. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, ბედნიერებას, დღეგრძელობას და წარმატებებს მის საქმიანობაში.

ვრცლად »
ივნისი 23, 2025

საქართველოს ჩემპიონი მხატვრულ ტანვარჯიშში ნიტა ჯამაგიძე იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მფლობელი გახდა! ბულგარეთში მიმდინარე მხატვრული ტანვარჯიშის მსოფლიო ჩემპიონატზე იუნიორებს შორის, ძლიერი კონკურენციის პირობებში, ქართველმა ტანმოვარჯიშემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! ლალი დოლიძის მოსწავლე, ბურთით ვარჯიშში, მსოფლიოს საუკეთესო სამეულში შევიდა! საქართველოს იუნიორთა ისტორიაში ეს პირველი მედალია მსოფლიო ასპარეზზე და ქართული მხატვრული ტანვარჯიშის ბრწყინვალე გამარჯვება! ვულოცავთ ნიტა ჯამაგიძეს, მის მწვრთნელს ლალი დოლიძეს, ნაკრების ხელმძღვანელს ელისო ბედოშვილს და მხატვრული ტანვარჯიშის ყველა გულშემატკივარს!

ვრცლად »
ივნისი 17, 2025

თითქოს ქალაქის ცენტრში მდებარე არენაზე ტანვარჯიშის ყურების პერსპექტივა საკმარისი არ ყოფილიყო, გულშემატკივრებს ახლა შეეძლებათ ლოს-ანჯელესის 2028 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ახალი ღონისძიებით დატკბნენ: შერეული გუნდური ტანვარჯიში. „მოხარული ვარ, რომ ტანვარჯიშის გულშემატკივრებს ლოს-ანჯელესის 2028 წლის ოლიმპიურ თამაშებზე შერეული გუნდური ღონისძიების ხილვა შეეძლებათ“, - თქვა FIG-ის პრეზიდენტმა მორინარი ვატანაბემ. „ამ შეჯიბრის ფორმატმა დიდი გავლენა მოახდინა მეგობრობისა და სოლიდარობის შეჯიბრზე, რომელიც FIG-მა 2020 წელს ორგანიზება გაუკეთა. ფანტასტიკური ამბავია, რომ გლობალური სპორტული საზოგადოება ახლა ამ საინტერესო შეჯიბრის ფორმატით დატკბება“, - ამბობს FIG-ის პრეზიდენტი, ბატონი მორინარი ვატანაბე. FIG მუშაობს ამ ახალი ღონისძიების შეჯიბრის ფორმატსა და შესარჩევი კრიტერიუმებზე. დამატებითი დეტალები გამოქვეყნდება დროთა განმავლობაში.

ვრცლად »
ივნისი 11, 2025

2025 წლის 4-8 ივნისს ქალაქ ტალინში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი მხატვრულ ტანვარჯიშში, სადაც ჩვენ მსაჯს ბელა კობალაძეს მიენიჭა საპატიო მსაჯის ტიტული ევროპის ტანვარჯიშის მიერ, მისი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ევროპულ ტანვარჯიშში. ბელა კობალაძე არის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი 1997 წლიდან და ეს მისი მე-17 ევროპის ჩემპიონატია მსაჯის რანგში. ხოლო წელს 45 წელი შესრულდება მისი სამწვრთნელო კარიერიდან მხატვრულ ტანვარჯიშში. ვულოცავთ ქალბატონ ბელას ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს.

ვრცლად »
ივნისი 5, 2025

ქ.თბილისში უკვე მეორედ 25-26 მაისს წარმატებით და მაღალ დონეზე ჩატარდა რეგიონალური შეჯიბრი " დამოუკიდებლობის თასი" სადაც მონაწილეობას იღებდა 480 ტანმოვარჯიშე , 21 მწვრთნელის აღსაზრდელი , 15 კლუბი და 4 რეგიონი : ბათუმი, ქუთაისი , ზუგდიდი და საგარეჯო რაც ძალიან სასიხარულო და საამაყოა ! ეს ლამაზი და მეგობრული შეჯიბრი ჩატარდა ნელი სალაძის აკადემიის გლდანის ფილიალის ორგანიზებით. მთავარი ორგანიზატორი: მაკა ჩოჩიშვილი . დიდი მადლობა მხარდაჭერისთვი, გვერდში დგომისთვის და დაფასებისთვის საუკუნის საუკეთესო მწვრთნელს , ლეგენდა ქალბატონს ნელი სალაძეს, ჩვენ ნელი მასს. ასევე დიდი მადლობა საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათ ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ კონსტანტინე ლაშხს მხარდაჭერითვის და დაფასებისთვის და დიდი მადლობა ამ შეჯიბრის მთავარ მსაჯს საერთაშორისო კატეგორიის არბიტრს ქალბატონ თამილა ტლაშაძეს. რათქმაუნდა მადლობა მთელ ნელი სალაძის აკადემიის გუნდს! მადლობა თითოეულ მწვრთნელს, კლუბს, რეგიონს და ამ შეჯიბრის მონაწილეს! ესე ლამაზად და წარმატებით ავღნიშნავთ ჩვენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ეს დღე ჩვენია! სიყვარულით Neli Saladze Academy / ნელი სალაძის აკადემია მხატვრული ტანვარჯიში გლდანში.

ვრცლად »
ივნისი 5, 2025

ქ.თბილისიში ჩატარდა #RGTZCUP2025  შეჯიბრის ორგანიზატორი: თეო ზივზივაძე გახლდათ. შეჯიბრი უმაღლესი სტანდარტებით, დეტალებზე ორიენტირებულობით და უდიდესი წარმატებით ჩატარდა. RGTZCUP2025 მიმდინარეობდა 17 საათის განმავლობაში რომელშიც მონაწილეობას იღებდა 20 კლუბის 300 მდე ტანმოვარჯიშე როგორც თბილისის ასევე რეგიონებიდან რუსთავისა და ბათუმის ტანმოვარჯიშეებიც ასპარეზობდნენ. მსაჯთა კოლეგია შედგებოდა საერთაშორისო და ეროვნული კატეგორიის მსაჯებით. შეჯიბრის მთავარი მსაჯი გახლდათ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი თამილა ტლაშაძე. შეჯიბრში მონაწილეები დაჯილდოვდნენ მედლებით დიპლომებით, ჩვენი კლუბის ბრენდირებული სამახსოვრო საჩუქრებით და New Way  Photostudio -50% ვაუჩერებით. ასევე, მსაჯებს და ყველა კლუბის წარმომადგენელს #RGTZ კლუბისგან გადაეცათ სამახსოვრო ბრენდირებული საჩუქრები შარფები. დიდი პატივისცემით გვინდა მადლობა გადავხადოთ საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ კონსტანტინე ლაშხს და მხატვრულ ტანვარჯიშში საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს ელისო ბედოშვილს და შეჯიბრის მთავარ მსაჯს თამილა ტლაშაძეს გვერდში დგომისთვის. ყველა მონაწილეს ვუსურვებთ უამრავ წარმატებას! მომავალ შეხვედრამდე სიყვარულით RGTZ.

ვრცლად »
მაისი 30, 2025

23-24 მაისს ქალაქ თბილისში ჩატარდა რესპუბლიკური პირველობა " ფედერაციის თასი 2025 " მხატვრულ ტანვარჯიშში , სადაც მონაწილეობდნენ ქალაქ თბილისის, რუსთავის ,ქუთაისის, ზუგდიდის , ბათუმის და თალავის გუნდები . სულ მონაწილეობდა 220 ტანმოვარჯიშე სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში.

ვრცლად »
მაისი 30, 2025

24-25 მაის თბილისში სპორტის სამინსიტროს მხარდაჭერით ჩატარდა საქართველოს თასი ბატუტზე ხტომებში. სადაც მიიღეს მონაწილეობა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების წევრები თბილისიდან და ასევე წარმომადგენლები რეგიონებიდან (ბათუმი,ქუთაისი,გორი,რუსთავი) . გათამაშდა მედლები და თასები როგორც ინდივიდუალურ ხტომებში ასევე გუნდურ ჩათვლაში. ეს იყო წარმატებული სტარტი მომავალი შეჯიბრიბისათვის, რადგან ეროვნული და ახალგაზრდული გუნდები ემზადებიან მსოფლიო თასისთვის და საერთაშორისო ტურნირისათვის, რომელიც ჩატარდება 4-6 ივლის პორტუგალიაში ქალაქ კოიმბრაში. საქართველოს თასს დაესწრნენ სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები.

ვრცლად »
მაისი 27, 2025

ბულგარეთის ქალაქ ბურგასში 15-16 მაისს ჩატარდა ევროპის თასი მხატვრულ ტანვარჯიშში , სადაც მონაწილეობდა 11 ქვეყნის გუნდი . იუნიორთა შორის წარმატებულად გამოვიდნენ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გუნდის წევრები მხატვრულ ტანცარჯიშში: ნიტა ჯამაგიძე და ნინო ბატატუნაშვილი . ნიტა ჯამაგიძემ ფინალში მოიგო ვერცხლის მედალი ბურთით ვარჯიშში . ხოლო, ნინო ბატატუნაშვილმა იასპარეზა ფინალში გურზებით ვარჯიშში და დაიკავა მე - 6 ადგილი. ვულოცავთ, გოგონებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებეს!

ვრცლად »
მაისი 21, 2025

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულ ფედერაციასთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში ადგილი აქვს არაჯანსაღი ვითარების შექმნის მცდელობას, რომლის მიზანია ფედერაციის საქმიანობის აშკარა ხელშეშლა და ფედერაციის ხელმძღვანელობის დისკრედიტაცია საზოგადოებისა და სახელმწიფო ორგანოების წინაშე. ფედერაციასთან დაპირისპირებული გარკვეულ პირთა წრე ცდილობს, რომ ფედერაციას მოუწყონ პირდაპირი საბოტაჟი და უბიძგებენ მწვრთნელებსა და სპორტსმენებს აღნიშნულისკენ. აგრეთვე, არის შემთხვევები არასრულწლოვან სპორტსმენთა მშობლების დეზინფორმირების კუთხით,  რათა ისინიც გარკვეული ფორმით ჩართულნი იყვნენ ფედერაციის საწინააღმდეგოდ მიმდინარე პროცესებში.     მიუხედავად აღნიშნულისა, ფედერაცია საქმიანობას განაგრძობს ჩვეულებრივ რეჟიმში და პირნათლად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, როგორც ჩვენს ქვეყანაში ტანვარჯიშის სახეობების ხელმძღვანელი და მათ განვითარებაზე პასუხისმგებელი ერთადერთი აღიარებული სპორტული ორგანიზაცია. ამასთან, ფედერაცია პატივს სცემს ყველა პირის მოსაზრებას, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული პოზიცია გარკვეულ საკითხებზე, ხოლო ჩვენის მხრივ გამოვთქვამთ კონსტრუქციული თანამშრომლობის მზადყოფნას, თუ მათი მხრიდანაც იქნება პოზიტიური მიდგომა და სურვილი, ჯანსაღი ურთიერთობებისა და კომუნიკაციისთვის.      ფედერაცია მოუწოდებს ყველა იმ პირს, რომელიც ნებსით თუ უნებლიედ აღმოჩნდნენ ჩართული საბოტაჟის რეჟიმის შექმნის მცდელობაში, დაუბრუნდნენ თავიანთ საქმიანობას და ჩვეულებრივი რეჟიმით გააგრძელონ სამუშაო-საწვრთნელი პროცესი.  ამავდროულად, ფედერაცია არ დაუშვებს საქმიანობის ხელშეშლის ნებისმიერ მცდელობას და იმ პირთა მიმართ, რომლებიც კვლავაც განაგრძობენ საბოტაჟს, ეთიკის ნორმების დარღვევასა და ფედერაციის სამუშაო პროცესის დაზიანებას, გატარდება კანონმდებლობითა და ფედერაციის წესდებით განსაზღვრული ზომები.

ვრცლად »
მაისი 21, 2025

მიმდინარე წლის, 24-25 მაისს, თბილისში, ტანვარჯიშის არენაზე გაიმართება საქართველოს თასი ბატუტზე ხტომებში. მონაწილეობას მიიღებენ როგორც თბილისის ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული სპორტსნენები. შეჯიბრი გაიმართება სინიორებში, იონირებში და ასაკობრივ ჯგუფებში.

ვრცლად »