მაისი 30, 2025

23-24 მაისს ქალაქ თბილისში ჩატარდა რესპუბლიკური პირველობა " ფედერაციის თასი 2025 " მხატვრულ ტანვარჯიშში , სადაც მონაწილეობდნენ ქალაქ თბილისის, რუსთავის ,ქუთაისის, ზუგდიდის , ბათუმის და თალავის გუნდები . სულ მონაწილეობდა 220 ტანმოვარჯიშე სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში.

ვრცლად »
მაისი 30, 2025

24-25 მაის თბილისში სპორტის სამინსიტროს მხარდაჭერით ჩატარდა საქართველოს თასი ბატუტზე ხტომებში. სადაც მიიღეს მონაწილეობა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების წევრები თბილისიდან და ასევე წარმომადგენლები რეგიონებიდან (ბათუმი,ქუთაისი,გორი,რუსთავი) . გათამაშდა მედლები და თასები როგორც ინდივიდუალურ ხტომებში ასევე გუნდურ ჩათვლაში. ეს იყო წარმატებული სტარტი მომავალი შეჯიბრიბისათვის, რადგან ეროვნული და ახალგაზრდული გუნდები ემზადებიან მსოფლიო თასისთვის და საერთაშორისო ტურნირისათვის, რომელიც ჩატარდება 4-6 ივლის პორტუგალიაში ქალაქ კოიმბრაში. საქართველოს თასს დაესწრნენ სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები.

ვრცლად »
მაისი 27, 2025

ბულგარეთის ქალაქ ბურგასში 15-16 მაისს ჩატარდა ევროპის თასი მხატვრულ ტანვარჯიშში , სადაც მონაწილეობდა 11 ქვეყნის გუნდი . იუნიორთა შორის წარმატებულად გამოვიდნენ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გუნდის წევრები მხატვრულ ტანცარჯიშში: ნიტა ჯამაგიძე და ნინო ბატატუნაშვილი . ნიტა ჯამაგიძემ ფინალში მოიგო ვერცხლის მედალი ბურთით ვარჯიშში . ხოლო, ნინო ბატატუნაშვილმა იასპარეზა ფინალში გურზებით ვარჯიშში და დაიკავა მე - 6 ადგილი. ვულოცავთ, გოგონებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებეს!

ვრცლად »
მაისი 21, 2025

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულ ფედერაციასთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში ადგილი აქვს არაჯანსაღი ვითარების შექმნის მცდელობას, რომლის მიზანია ფედერაციის საქმიანობის აშკარა ხელშეშლა და ფედერაციის ხელმძღვანელობის დისკრედიტაცია საზოგადოებისა და სახელმწიფო ორგანოების წინაშე. ფედერაციასთან დაპირისპირებული გარკვეულ პირთა წრე ცდილობს, რომ ფედერაციას მოუწყონ პირდაპირი საბოტაჟი და უბიძგებენ მწვრთნელებსა და სპორტსმენებს აღნიშნულისკენ. აგრეთვე, არის შემთხვევები არასრულწლოვან სპორტსმენთა მშობლების დეზინფორმირების კუთხით,  რათა ისინიც გარკვეული ფორმით ჩართულნი იყვნენ ფედერაციის საწინააღმდეგოდ მიმდინარე პროცესებში.     მიუხედავად აღნიშნულისა, ფედერაცია საქმიანობას განაგრძობს ჩვეულებრივ რეჟიმში და პირნათლად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, როგორც ჩვენს ქვეყანაში ტანვარჯიშის სახეობების ხელმძღვანელი და მათ განვითარებაზე პასუხისმგებელი ერთადერთი აღიარებული სპორტული ორგანიზაცია. ამასთან, ფედერაცია პატივს სცემს ყველა პირის მოსაზრებას, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული პოზიცია გარკვეულ საკითხებზე, ხოლო ჩვენის მხრივ გამოვთქვამთ კონსტრუქციული თანამშრომლობის მზადყოფნას, თუ მათი მხრიდანაც იქნება პოზიტიური მიდგომა და სურვილი, ჯანსაღი ურთიერთობებისა და კომუნიკაციისთვის.      ფედერაცია მოუწოდებს ყველა იმ პირს, რომელიც ნებსით თუ უნებლიედ აღმოჩნდნენ ჩართული საბოტაჟის რეჟიმის შექმნის მცდელობაში, დაუბრუნდნენ თავიანთ საქმიანობას და ჩვეულებრივი რეჟიმით გააგრძელონ სამუშაო-საწვრთნელი პროცესი.  ამავდროულად, ფედერაცია არ დაუშვებს საქმიანობის ხელშეშლის ნებისმიერ მცდელობას და იმ პირთა მიმართ, რომლებიც კვლავაც განაგრძობენ საბოტაჟს, ეთიკის ნორმების დარღვევასა და ფედერაციის სამუშაო პროცესის დაზიანებას, გატარდება კანონმდებლობითა და ფედერაციის წესდებით განსაზღვრული ზომები.

ვრცლად »
მაისი 21, 2025

მიმდინარე წლის, 24-25 მაისს, თბილისში, ტანვარჯიშის არენაზე გაიმართება საქართველოს თასი ბატუტზე ხტომებში. მონაწილეობას მიიღებენ როგორც თბილისის ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული სპორტსნენები. შეჯიბრი გაიმართება სინიორებში, იონირებში და ასაკობრივ ჯგუფებში.

ვრცლად »
მაისი 21, 2025

დასრულდა საგარეჯოს ნელი სალაძის მხატვრული ტანვარჯიშის ტურნირი “Sagarejo cup-2025”, სადაც მონაწილეობას იღებდა 170-მდე ტანმოვარჯიშე. ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ: ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ონის, თბილისის, რუსთავის, თელავის და საგარეჯოს გუნდები. სტუმრებს შორის საპატიო ადგილი ეკავათ ჩვენი მუნიციპალიტეტის მერს, საკრებულოს თავჯდომარეს, საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა პრეზიდენტს და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს. ააიპ საგარეჯოს სპორტული გაერთიანების ტანმოვარჯიშეებს საკმაოდ წარმატებული გამოსვლა ჰქონდათ. საგარეჯოს და თელავის გუნდებმა ასევე წარმოადგინეს საჩვენებელი ნომრები. მადლობას ვუხდით სტუმრებს მობრძანებისთვის და დაფასებისთვის, ჩვენი რაიონის ხელმძღავანელობა, ტანმოვარჯიშეებს, რომლებმაც ასეთი ლამაზი დღე გვაჩუქეს, მათ მწვრთნელებს, მსაჯებს, მშობლებს, ჩვენს მწვრთნელს, ქალბატონ მედეა ვეკუა-ს, ასევე სპორტული კოლექტივს დახმარებისთვის და გვერდში დგომისთვის. ორგანიზატორი: ნელი სალაძის აკადემია , მედეა ვეკუა

ვრცლად »
მაისი 21, 2025

მიმდინარე წლის 16-19 მაისს თბილისმა უმასპინძლა საქართველოს ჩემპიონატს სპორტულ ტანვარჯიშში.

საპრიზო ადგილები განაწილდა შემდეგნაირად:

--ვაჟები-- სპორტის ოსტატები:

1 ლევან სხილაძე 2 საბა აბესაძე 3 იოანე ჯიმშელეიშვილი

სპორტის ოსტატობის კანდიდადტები: 1 ანდრეა ქელეხსაშვილი 2 დათო თხელიძე 3 ილია ბიძიშვილი

დიდების III თანრიგი: 1 დემეტრე დიასამიძე 2 დავით დიასამიძე 3 ტიმოთე ვანიძე

ბიჭების მოზარდთა II თანრიგი: 1 დანიელი ტყემალაძე 2 ილია ბარათაშვილი 3 გიორგი ჩილინდრიშვილი

ბიჭების მოზარდთა I თანრიგი: 1 ანდრია გურგენიძე 2 ქიანი ზარერაფიე I 3 ვიქტორ სერიაკოვი

პატარების I თანრიგი: 1 ავთანდილ ხინკლაძე 2 ალექს დავითაძე 3 ნიკოლოზ გოჩიტიძე


--გოგონები-- სინიორები:

1 ანი გობაძე 2 თამარ ქათამაძე 3 სოფიკო მახარაძე

იუნიორები: 1 ლიზი გვალია 2 თეკლა სირაძე

პრე-იუნიორები: 1 ემილი ჩხოტუა 2 ნია ბაკურაძე 3 ევა ჭაჭუა

მოზარდთა I თანრიგი: 1 თეკლა კოხოძე 2 ანასტასია ჩანგელია 3 ელენე კვანტალიანი

დიდების II თანრიგი: 1 ლილე ირემაძე 2 ანი ჩაგიევი 3 ანასტასია მასურაშვილი

დიდების I თანრიგი: 1 ნატალი შუკაკიძე 2 ანა მიხანაშვილი 3 ესენია კრომსკაია

 

ვულოცავთ ყველას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს!

ვრცლად »
მაისი 20, 2025

დუბაიში, დასრულდა სამდღიანი საერთაშორისი ტურნირი UAE GYMNASTIKA SOLO CUP JUNIOR 2025. სპორტულ კომპლექსში Al Raya Girl's School გაიმართა შეჯიბრი 30 ქვეყნის ტანმოვარჯიშეებს შორის. უძლიერესი კონკურენციის პირობებში ვ.კუზმიდის ტანვარჯიშის სკოლის გოგონებმა მოიპოვეს პრესტიჟული ჯილდოები:

ანნა კუზმიდი II, II.

ანა გოგელია II.

მარიამ ოთიაშვილი I, II, III.

სესილი ნაზღაიძე II.

ბარბარა ბებუა II. 

ნატალი კაზარიანი III.

 ლიზი ლალიაშვილი I.

მარია ირანი I.

 მარიამ ქურდაძე II.

საერთაშორისო მსაჯთა კომისიაში საქართველოს წარადგენდა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ვალენტინა კუზმიდი.

ვრცლად »
მაისი 14, 2025

10-11 მაისს თბილისში, საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამ საქართველოს სპორტის სამინისტროს დახმარებით და ხელშეწყობით, ტანვარჯიშის არენაზე, უმასპინძლა მე-5 საერთაშორისო ტურნირს ტანვარჯიშში ყველასათვის ,,თბილისის ჯიმნაესტრადა". წელს, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 3 ქვეყნის: საქართველო, აზერბაიჯანი და ლიეტუვის 1200-მდე მონაწილილემ. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი იყო წარმოდგენილი ერთი გუნდით მაინც. მონაწილეობა მიიღეს როგორც ტანვარჯიშის ასევე სხვადსსხვა ცეკვის, ბალეტის, ფიტნესის და ზუმბას ჯგუფებმა. უკვე ტრადიციულად ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო გუნდმა შშპ-პირებით. წელს ტურნირს თანადგონა გაუწია სპორტის ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა. პირველად ,,თბილისი ჯიმნაესტრადის,, ისტორიაში გაიმართა პირდაპირი ლაივ სტრიმი ტანვარჯიშის ფედერაციის ფეისბუქ გვერდიდან. ტანვარჯიში ყველასათვის დისციპლინის პრინიციპიდან გამომდინარე ყველა გუნდის მონაწილეები დაჯილდოვდნენ საპატიო მედლებით და სერტიფიკატებით. აზერბაიჯანის დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა ევროპის ტანვარჯიშის ფედერაციის ტანვარჯიში ყველასათვის ტექნიკური კომიტეტის წევრი ბატონი რუსლან ეივაზოვი და ლიეტუვის გუნდთან ერთად ტანვარჯიში ყველასათვის ექსპერტი ქალბატონი ლინა ბუდრიენე. ორივემ მაღალი შეფასება მისცეს ტურნირის ორგანიზებას და ჩატარებას.


ვრცლად »
აპრილი 7, 2025

რამდენიმე დღის წინ, ქალაქ ბაქოში, ჩატარებულ ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის მუერ ლიცენზირებულ ტერნირი მხატვრულ ტანვარჯიშში " AGF TROPHY 2025 " * ახალგაზრდებს შორის გუნდური ბრინჯაოს მედლები ნიტა ჯამაგიძე და ელენე ბაქრაძემ მოიპოვეს.

ფინალები ახალგაზრდებს შორის ნიტა ჯამაგიძე:

ოქროს მედალი -რგოლით ვარჯიში და ვერცხლის მედალი - ბურთით ვარჯიშში.

ახალგაზრდებს შორის ფინალი ელენე ბაქრაძე:

მე-2 ადგილი ბაფთით ვარჯიშში.

ახალგაზრდებს შორის ჯგუფური ვარჯიშის დისციპლინაში მე-2 ადგილი მრავალჭიდში

პირველი ადგილი 5 წყვილი გურზებით ვარჯიშში

მე-3 ადგილი 5 რგოლით ვარჯიშში.

სენიორებს შორის ჯგუფური ვარჯიშის პროგრამით: 

პირველი ადგილი (3 ბურთი და 2 რგოლით ვარჯიშში).

ასევე სენიორთა შორის ფინალში ასპარეზობდნენ:

ნინო კვანტალიანი (ბურთით ვარჯიში) და ლიზა კორძაძე (რგოლით ვარჯიშში), დაიკავეს მე 6 ადგილები 8 უძლირიესთა შორის.

ვულოცავთ, ჩვენს გუნდს ამ წარმატებებს და ვდლით მათ მომავალ გამარჯვებებს!

ვრცლად »
აპრილი 2, 2025

ქალაქი ბაქო (აზერბაიჯანი) მასპინძლობს ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის ტანვარჯიში ყველასთვის კოლოკვიუმს. ტანვარჯიში ყველასათვის დისციპლინის ლიდერები მთელი მსოფლიოდან განიხილავენ ამ დისციპლინის განვითარებისა და პოპულარიზაციის სამომავლო გეგმებს. წელს კოლოკვიუმმა მიიღო იუნესკოს მფარველობა. 42 მონაწილე ქვეყანას შორის საქართველოს წარმოდგენს ბატონი გიორგი გეგეჭკორი - ტანვარჯიში ყველასთვის დისციპლინის ხელმძღვანელი საქართველოში.

ვრცლად »
აპრილი 2, 2025

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის სახელით მსურს 60 წლის იუბილე მივულოცო საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს სპორტულ აკრობატიკაში, საქართველოს სპორტის დამსახურებულ მოღვაწეს, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯს, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატს, საქართველოს ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელს სპორტულ აკრობატიკაში, სპორტის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორს ქალბატონ ნინო ბერიანიძეს! ქალბატონო ნინო, გისურვებთ, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, დღეგრძელობას და ყველაფერ საუკეთესოს თქვენს საქმიანობაში!

კეთილი სურვილებით,

პრეზიდენტი: კონსტანტინე ლაშხი

ვრცლად »