იტალიის ქალაქი რიმინი მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს სპორტულ ტანვარჯიშში ვაჟებს შორის. ჩემპიონატის ფორმატი მოიცავს როგორც სინიორების ისე იუნიორების ასპარეზობას. რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ ინფორმაცია რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები გუნდის წევრი (სინიორი) ლევან სხილაძე ტაიჭზე ვარჯიშში 14.266 ქულით შევიდა ფინალში. ვულოცავთ ლევანს და ვუსურვებთ წარმატებულ ასპარეზობას ფინალში!
ვრცლად »მიმდინარე წლის 26-29 აპრილს თბილისი უმასპინძლებს მე-4 საერთაშორისო ტურნირს დისციპლინაში ტანვარჯიში ყველასათვის ,,თბილისის ჯიმნაესტრადა". ტანვარჯიში ყველასათვის არის მასობრივი სპორტის დისციპლინა. ამ დისციპლინის განვითარება საქართველოში დაიწყო 2018 წლიდან საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინასებით და ხელშეწყობით. ტანვარჯიში ყველასთვის არის როგორც პროფესიონალი ისე მოყვარული ტანმოვარჯიშეებისთვის, სპორტსმენებისთვის, მოცეკვავეებისთვის და ზოგადად ნებისმიერი ადამიანისთვის რომელსაც შეუძლია მოძრაობა მუსიკის თანხლებით რამდენიმე ტანვარჯიშის ილეთის შესრულებით. პირველი ,,თბილისის ჯიმნაესტრადა" ჩატარდა 2021 წელს და მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს
ვრცლად »მიმდინარე წლის 3-6 აპრილს, ქ. სოფიაში, გაიმართა საერთაშორიდო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში ,, Sofia Cup". ტურნირში მონაწილეობა მიიღო 38 ქვეყნის ასზე მეტმა ტავმოვარჯიშემ. წარმატებულად იასპარეზა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გუნდის წევრმა ნინო დათუნაშვილმა , რომელმაც მსაჯების მაღალი შეფასება და ფინალებში მონაწილეობის უფლება მოიპოვა რგოლით და ბაბთით ვარჯიშებში.
ვრცლად »დღეს, პორტუგალიაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ბატუტზე ხტომებში. ბოლო დღეს გაიმართა ინდივიდუალური ნახევარფინალური და ფინალური ასპრეზობა როგორც სინიორებში ისე ახალგაზრდებში. დილით, ნახევარფინსლში ასპარეზობა დაიწყეს ჩვენი ახალგაზრდული გუნდის ვაჟებმა და გოგონებმა. მათ კარგად იასპრეზეს მაგრამ სამწუხაროდ ფინალისთვის ქულები არ ეყოთ. რაც შეეხებათ სინიორებს, აქ ჩვენ გვყავდა სამი ნახევარფინალისთი: გოლოვინა, რაგიმოვი და აფაქიძე. გოლოვინამ და აფაქიძემ ძალიან კარგად გაირეს ეს ეტაპი და ფინალში მოხვდნენ სადაც საუკეთესო 6 ევროპელეს შეურთდნენ მედლებისთვის ბრძოლაში. ეს უკვე დიდი წარმატება არის როდესაც საქართველოს 2 სპორტსმენი მოხვდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში. ფინალში ანანო აფაქიძემ მე-5 ადგილი დაიკავა, ხოლო ლუბა გოლოვინამ მე-8 ადგილი. შეგახსენებთ ჩვენი ბატუტისტებისთვის ეს ძალიან წარმატებული ჩემპიონატი გამოდგა და ჩვენ 11 ყველა სინჯის მედალი მოვიპოვეთ. პირველ დღეს ახალგაზრდულმა გუნდმა გუნდური პირველი ადგილი : ნინო ქორიძე, მაია ბოჭორიძე და ანა ლაპიაშვილი. მეორე დღეს უფროსმა გოგონებმა გჯნდურ ასპარეზობაში ვიც-ჩემპიონები გახდნენ: ლუბა გოლოვინა, მარიამ რაგიმოვი ანანო აფაქიძე და თეონა ჯანჯღავა. მესამე დღეს ახალგზრდების სინქრონული წყვილის ოქროს მედლები: მაია ბოჭორიძე და ანა ლაპიაშვილი. მეოთხე დღეს უფროსი გოგონების სინქრონული წყვილის ბრინჯაოს მედლები: ანანო აფაქიძე და მარიამ რაგიმოვი. ვულოცავთ ჩვენ ბატუტზე ხტომებში სუპერ გუნდს ამ ბრწინვალე შედეგს და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს!
ვრცლად »დღეს, პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბატუტზე ხტომებში, გათამაშდა სინიორების სინქრონული ხტომების მედლები. საქართველოს წარმოადგენდნენ ამ ჩემპიონატზე გუნდური ასპარეზობის ვიცე-ჩემპიონები: მარიამ რაგიმოვი და ანანო აფაქიძე. საკვალიფიკაციო ეტაპზე ანანომ და მარიამმა 47.280 ქულით მესამე ადგილი დაიკავეს და გაინაღდეს ფინალში მონაწილეობა. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ფინალური ასპარეზობა და ჩვენი გოგონები 47.740 ქულით გახდნენ ბრინჯაოს მედლების მფლობელები, სულ ცოტათი ჩამორჩნენ მეორე ადგილზე გასულ ფრანგებს, ხოლლ პირველი ადგილი დაიკავა დიდი ბრიტანეთის სინქრონულმა წყვილმა. ხვალ, ჩემპიონატზე იქნება დასკვნითი დღე და ჯერ გაიმართება ნახევარფინალები სადაც ჩვენი რვა ბატუტზე მხტომელი იასპრეზებს როგორც დიდებში ისე ახალგაზრდებში და შემდეგ საუკეთესო 8 თითო კატეგორიიდან მოხვდება ფინალში. ვულოცავთ, ანანოს და მარიამს დღევანდელ წარმატებას, ასევე მათ პირად მწვრთნელებს, ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელს ბატონ ზაქარია სულაშვილს, ქალბატონ რუსუდან ხოფერიას და სრულიად საქართველოს ამ წარმატებას!
ვრცლად »დღეს, პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბატუტზე ხტომებში, იყო იუნიორი (ახალგაზრდული) ბატუტისტების სინქრონული წყვილების შეჯიბრის დღე. საქართველოს გოგონებში წარმოადგენდნენ: ანა ლაპიაშვილი და მაია ბოჭორიძე, ხოლო ვაჟებში : ლუკა ლომთათიძე და ცოტნე ჩხაიძე. საკვალიფიკაციო ეტაპზე ვაჟებმა კარგად იასპარეზეს და მე-3 ადგილით გაინაღდეს ადგილი ფინალში, ხოლო ჩვენმა გოგონებმა ყველას აჯობეს და პირველი ადილით მოხვდნენ ფინალში. ფინალში ჩვენ ვაჟებმა ბოლომდე იბრძოლეს და სულ ცოტა დააკლდათ მესამე ადგილის მოსაპოვებლად და მეოთხე ადგილს დასჯერდნენ. რაც შეეხება ანას და მაიკოს მათ წინა ევროპის ჩემპიონატზე მოგებული სინქრონული მედლები დაიცვეს და ისევ გახდნენ ევროპის ჩემპიონები, მეორეზე გავიდა აზერბაიჯანული წყვილი, ხოლო მესამეზე პოლონური. შეგახსენებთ რომ ჩვენი ბატუტისტები უკვე მესამე დღეა ზედიზედ იგებენ მედლებს ევროპის ჩემპიონატზე: პირველი დღე-იუნიორთა გუნდური ოქრო, მეორე დღე-სინიორების გუნდური ვერცხლი და დღეს იუნიორთა სინქრონული ვერცხლი! ვულოცავთ ანას და მაიას, მათ პერსონალურ მწვრთნელებს, საქართველოს ბატუტზე ხტომებში მთავარ მწვრთნელს ბატონ ზაქარია სულაშვილს, ქალბატონ რუსუდან ხოფერიას და სრულიად საქართველოს ამ კიდევ ერთ დიდ გამარჯვებას!
ვრცლად »გუშინ, საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ოფისს ეწვია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საქართველოში საელჩოს თანამშრონელი ქალბატონი შუ ჰაიჯანი. ქალბატონი შუ შეხვდა ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ კონსტანტინე ლაშხს. განხილული იყო საქართველოს და ჩინეთის ტანვარჯიშის ფედერაციებს შორის საქმიანი ურთიერთობის განვითარების და განმტკიცების საკითხები. მათ შორის განხილული იყო ჩინეთიდან მაღალი დონის მწვრთნელების და სხვა სპეციალისტების ჩამოყვანა ტრეინიგების და ვორქშოპების ჩასატარებლად.
ვრცლად »პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ბატუტზე ხტომებში, პირველ დღეს ჩვენმა ბატუტზე მხტომელმა გოგონებმა აიღეს გუნდური ოქრო ახალგაზრდებში, მეორე დღეს კი ჩვენმა სინიორმა გოგონებმა მოიპოვეს გუნდური ვერცხლი. ამავდროულად ჩვენმა სამივე ჩემპიონმა გოგონამ: ნინო ქორიძემ, მაია ბოჭორიძემ და ანა ლაპიაშვილმა ინვდივიდუალურ ხტომებში წარმატებით გადალახეს საკვალიფიკაციო ბარიერი და იასპარებენ ნახევარფინალში. ასევე, ჩვენმა ახალგაზრული ნაკრები გუნდის ვაჟებმა: ლუკა ლომთათიძემ და ცოტნე ჩხაიძემ გადალახეს საკვალიფიკაციო ეტაპი და იასპარეზებენ ნახევარფინალში. მათ ასევე დღეს შეუერთდნენ და სინიორების ინდივიდუალურ ნახევარფინალში იასპარეზებენ: ლუბა გოლოვინა, მარიამ რაგიმოვი და ანანო აფაქიძე. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებ გუნდებს!
ვრცლად »ამ წუთებში დასრულდა პორტუგალიაში მიმდინარე ბატუტზე ხტომებში ევროპის ჩემპიონატის გუნდური ასპრეზობა სინიორებს შორის. საქართველოს, ამ ასპრეზობაში წარმოადგენდნენ ჩვენი გოგონები: ლუბა გოლოვინა, მარიამ რაგიმოვი, ანანო აფაქიძე და თეონა ჯანჯღავა. ჩვენმა გოგონემბა მშვენივრად გაართვეს თავი საკვალფიკაციო ეტაპს და პირველი ადგილით მოხვნენ ფინალში. ფინალი ძალიან დაძაბული გამოდგა. ბრძოლა გაიმართა ჩვენსა და საფრანგეთის ნაკრებ გუნდს შორის. ძალიან ცოტა დაგვაკლდა მოგებისთვის და საბოლოდ, მოვიპოვეთ ვერცხლის მედლები! ვულოცავთ, ჩვენს გოგონებს, მათ პირად მწვრთნელებს, ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელს ბატონ ზაქარია სულაშვილს, ქალბატონ რუსუდან ხოფერიას და სრულიად საქართველოს ამ წარმატებას.
ვრცლად »როგორც უკვე გაცნობეთ, გუშინ, პორტუგალიაში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ბატუტზე ხტომებში. პირველივე დღე ჩვენი ბატუტზე მხტომელებისთბის იყო ძალიან წარმატებული და ჩვენ გვაქვს უკვე გოგონებში ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონი გუნდი! ამავდროულად ჩვენმა სამივე ჩემპიონმა გოგონამ: ნინო ქორიძემ, მაია ბოჭორიძემ და ანა ლაპიაშვილმა ინვდივიდუალურ ხტომებში წარმატებით გადალახეს საკვალიფიკაციო ბარიერი და იასპარებენ ნახევარფინალში. ასევე, ჩვენმა ახალგაზრული ნაკრები გუნდის ვაჟებმა: ლუკა ლომთათიძემ და ცოტნე ჩხაიძემ გადალახეს საკვალიფიკაციო ეტაპი და იასპარეზებენ ნახევარფინალში. დღეს ევროპის ჩემპიონატზე სინიორი ბატუტისთბის პირველი სააპარეზო დღეა და ჩვენი გოგონათა გუნდი წარმოდგენილია შემდეგი შემადგელობით: ლუბა გოლოვინა, მარიამ რაგიმოვი, ანანო აფაქიძე და თეონა ჯანჯღავა. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებ გუნდებს!
ვრცლად »დღეს, პორტუგალაში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ბატუტზე ხტომებში. პირველივე დღეს საქართველომ მოიპოვა ოქროს მედლები! ყველაფერი დაიწყო, გოგონების, ახალგაზრდული, გუნდური საკვალიფიკაციო ეტაპით სადაც ასპარეზობდნენ: ნინო ქორიძე, ანა ლაპიაშვილი და მაია ბოჭორიძე. ჩვენმა გოგონებმა ყველას აჯობეს კვალიფიკაციაში და 276.00 ქულით პირველი ადგილი მოიპოვეს. რამდენიმე საათის შემდეგ გაიმართა ფინალური ასპარეზობა და აქაც ჩვენმა გოგონებმა არ დათმეს საკვალიფიკაციო ეტაპზე მოპოვებული ადგილი და დაეუფლნენ ოქროს მედლებს! ვულოცავთ გოგონებს ამ გამარჯვებას, ასევე ვულოცავთ მათ პირად მწვრთნელებს, ნაკრები გუნდის უფროსს მწვრთნელს ბატონ ზაქარია სულაშვილს, ქალბატონ რუსუდან ხოფერიას და სრულიად საქართველოს! გისურვებთ მომავალ გამარჯვებებს!
ვრცლად »23-24 მარტს, გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში ,, Pastorelli Cup. სადაც იასპარეზეს ჩვენმა მხატვრულმა ტანმოვარჯიშეებმაც. მათი შედეგებია: -ანასტასია კალნიცკაია 2009 C კატეგორია გურზებით ვარჯიშში პირველი ადგილი -ელენე ბაქრაძე 2011 წლიანების კატეგორუადი, მრავალჭიდი პირველი ადგილი, რგოლით ვარჯიში პირველი ადგილი და გურზებით ვატჯიში მეორე ადგილი. -ნინო ბატატუნაშვილი 2010 წლიანების კატეგორია, მრავალჭიდი მესამე ადგილი, გურზებში პირველი ადგილი, ბაფთით ვატჯიში მეორე ადგილი. - თეონა ნახუცრიშვილი 2009 წლიანების კატეგორია, გურზებით ვარჯიში მესამე ადგილი. -ანასტასია ხურცილავა 2009 წლიანების კატეგორია, მრავალჭიდი მეორე ადგილი, ბურთით ვარჯიში პირველი ადგილი და რგოლით ვარჯიში მეორე ადგილი. გილოცავთ ყველას დს გისურვებთ მომავსლ წარმატებებს.
ვრცლად »