ტანვარჯიში წარმოადგენ თითქმის ყველა სპორტული დისციპლინის საფუძველს.
ტანვარჯიში,მძლეოსნობა და ცურვა სპორტის ის სახეობებია, რომლებიც ყველაზე ძლიერ ახდენენ ზეგავლენას ადამიანის ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე და ყველა მათგანი უცვლელად არის წარმოდგენილი ოლიმპირ თამაშებზე. მათ გარეშე ოლიმპიური თამაშების ჩატარება წარმოუდგენელია.
დღეისდღეობით ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის მიერ (FIG), აღიარებული არის 8 ტანვარჯიშის დისციპლინა:
1) ტანვარჯიში ყველასთვის
2) სპორტული ტანვარჯიში -ვაჟები (ოლიმპიური დისციპლინა)
3) სპორტული ტანვარჯიში -გოგონები (ოლიმპიური დისციპლინა)
4) მხატვრულ ტანვარჯიში (ოლიმპიური დისციპლინა)
5) ბატუტზე ხტომები (ოლიმპიური დისციპლინა)
6) სპორტული აკრობატიკა
7) სპორტული აერობიკა
8) პარკური
ამ 8 დისცპლინიდან, საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულ ფედერციაში ყველა არის აღიარებულ და გაერთიანებული, გარდა პარკურისა.