
6-12 თებერვალს თბილისი მასპინძლობს ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის სამსაჯო კურსებს სპორტულ აკრობატიკაში ხოლო 12-18 თებერვალს სამსაჯო კურსებს ბატუტზე ხტომებში, ორმაგ მინი-ბატუტში და აკრობატულ ბილიკში. კურსებოს ჩასატარებლად ჩამოვლენ ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის ექსპერტები: ნიკოლინა ხრისტოვა , ირინა ნიკიტინა, ტეტიანა შუისკა და მარიელა სტოიჩევა. კურსის ბოლო დღეს მსაჯებმა უნდა ჩააბარონ გამოცდა. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მსაჯს მიენიჭება საერთაშორისო კატეგორია.