დღეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება კვლევის შედეგების პრეზენტაცია - „ერთობლივი ძალისხმევით: გენდერული ბალანსისთვის სპორტში“. ეს პრეზენტაცია შედგა ონლაინ Zoom პლატფორმის მეშვეობით. შეხვედრის მოდერატორი იყო: ვასილ ლიპარტელიანი, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სამმართველოს უფროსი. გამომსვლელთა შორის იყვენენ: შალვა გოგოლაძე–საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ნინო სალუქვაძე–საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ნინო წერეთელი–საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სპეციალისტი; პროექტის ეროვნული კოორდინატორი, ანატოლი კორეპანოვი–სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტი, სტანისლას ფროსარდი–EPAS-ის (გაფართოებული წილობრივი შეთანხმება სპორტში) აღმასრულებელი მდივანი. ჩვენი ფედერაციიდან მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ურთიერთობათა მენეჯრმა გიორგი გეგეჭკორმა.