გილოცავთ, ქალბატონო ელისო!

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია 50 წლის იუბილეს ულოცავს, მსოფლიო თასის 3 გზის მფლობელს ჯგუფურ ვარჯიშში, 1990 წლის ევროპის ჩემპიონტის ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორს ჯგუფურ ვარჯიშში, 1990 წლის საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულს ,საქართველოს მრავალგზის ჩემპიონს ,საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატს, 2018 წლის საქართველოს საუკეთესო მსაჯს, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯს მხატვრულ ტანვარჯიშში და საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელს მხატვრულ ტანვარჯიშში ქალბატონ ელისო ბედოშვილს. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს მის საქმიანობაში!