28-30 ივნისს ქ. კაიროში (ეგვიპტე) ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გაიმართა საერთასორის ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში "ფარაონის თასი 2024 ". ამ ტურნირზე მონაწილეობა მიიღეს 16 ქვეყნის ტანმოვარჯიშეებმა მათ შორის იყვნენ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გუნდის წევრები: ნინო დათუნაშვილი , ლიზა კორძაძე , მიშელ არჯინაშვილი და პრე-იუნიორების კატეგორიაში მილა შავლაძე . ჩვენმა გოგოებმა დიდი მოწონება დაიმსახურეს და მოიგეს სხვადასხვა ხარისხის მედლები: ლიზა კორძაძემ - ვერცხლის მედალი რგოლით ვარჯიშში და ბრინჯაოს მედალი ბურთით ვარჯიშში , ნინო დათუნაშვილმა - ვერცხლის მედალი გურზებით ვარჯიშში, 2011 წწ პრე-იუნიორების კატეგორიაში მილა შავლაძემ მოიგო ორი ოქროს მედალი რგოლით და ბურთით ვარჯიშში , ასევე ვერცხლის მედალი გურზებით ვარჯიშში . ეს ტურნირი გამოირჩეოდა იმითი , რომ უფროსს ასაკში (სინიორებში ) მონაწილეობდნენ პარიზი 2024-ს ოლიმპიელი ლიცინზიანტები როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფური ვარჯიშების პროგრამაში , ამან ტურნირს განსაკუთრებული აზარტი შემატა. ვულოცავთ, ჩვენს გოგონებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს.