აკრობატების ოქრო და ვერცხლი პოლონეთიდან

როგორც გუშინ მოგახსენეთ პოლონეთში მიმდინარეობს მსოფლიო თასი სპორტულ აკრობატიკაში და პარალელურად ტარდება საერთაშორისო ტურნირი. ამ წუთას დასრულდა ასპარეზობა და გვაქვს სასიხარულო ინფორმაცია. მსოფლიო თასზე ჩვენმა გოგონათა სამეულმა: ქრისტინე მელიამ, სალომე მაისურაძემ და ნინი დვალიშვილმა დაიკავეს მეორე ადგილი და დაეუფლნენ ვერცხლის მედლებს! რაც შეეხება საერთაშორისო ტურნირის აქ ჩვენი ბიჭების წყვილმა: ბექა დიდბერიძემ და გიორგი ჭიღლაძემ ყველას აჯობეს და დაეუფლნენ ოქროს მედლებს!

გილოცავთ გოგოებო და ბიჭებო! ვულოცავთ სრულიად საქართველოს!