რამდენიმე დღის წინ, სლოვენიის ქალაქ ლუბლიანაში ჩატარდა FIG MTM საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში, სადაც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა: ანა ხუციშვილმა, ელიზავეტა მახოშვილმა, ნინო კვანტალიანმა და მარიამ ქაჯაიამ. იუნიორებში მონაწილე მარიამ ქაჯაიამ მრავალჭიდში დაიკავა მე-2 ადგილი და მე-3 ადგილი ბაბთით ვარჯიშში. ნინო კვანტალიანმა კი მრავალჭიდში დაიკავა მე-5 ადგილი და რგოლით ვარჯიშში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. სენიორებს შორის მონაწილე ანა ხუციშვილმა მრვალჭდში მაიკავა მე-4 ადგილი და ელიზავეტა მახოშვილმა დაიკავა მე-7 ადგილი. ვულოცავთ, ჩვენ გოგონებ ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ უფრო დიდი წარმატებებს!