დღეს, პარიზში მისთვის მეოთხე ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა ბატუტზე მხტომელმა ლუბა გოლოვინამ. სამწუხაროდ, ევროპული თამაშების ვერცხლის და ევროპის ჩემპიონატის ასევე ვერცხლის მედალოსანი (გუნდურში) ლუბა გოლოვინა საუკეთესო რვა ბატუტზე მხტომელს შორის ვერ მოხვდა. მან, შეჯიბრი 53.620 ქულით, მე-11 ადგილით დაასრულა.