დღეს საქართველოში დაბრუნდა საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდი ბატუტზე ხტომებში. მათ იასპარეზეს ორი უმაღლესი კლასის ტურნირზე. 25–29 მაისს რიმინიში (იტალია) გაიმართა მსოფლიო თასი ბატუტზე ხტომებში რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჩვენმა ტანმოვარჯიშეებმა: ანანო აფაქიძემ, ლუბა გოლოვინამ და თეონა ჯანჯღავამ. ამ მსოფლიო თასზე მედლები მოიპოვეს: ოქროს მედლები სიქრონულ ხტომებში: ანანო აფაქიძე და თეონა ჯანჯღავა ბრინჯაოს მედალი ინდივიდუალურ ასპარეზობაში: ანანო აფაქიძე. 1–6 ივნისს იგივე ქალაქმა უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატს ბატუტზე ხტომებში (სინიორებში და იუნიორბში). ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა მიიღეს: იუნიორებმა: მაია ბოჭორიძე (მწვრთნელი: ზურაბ კიკნაძე), ანა ლაპიაშვილი (მწვრთნელი: როზა ბერიკაშვილი) და მარაიამ რაგიმოვი (მწვრთნელი: რევაზ გამხოშვილი). სინიორებმა: ლუბა გოლოვინა (მწვრთნელი: ლუდა გოლოვინა), ანანო აფაქიძე (მწვრთნელი: ირმა სოლოღაშვილი), თეონა ჯანჯღავა (მწვრთნელი: ლია ხრიკული) და სოფიო დაშნიანი (მწვრთნელი: ირმა სოლოღაშვილი). ნაკერბი გუნდის მთავარი მწვრთნელი: ზაქარია სულაშვილი. ჩვენმა გოგონებმა მშვენივრად იასაპარეზეს ამ ევროპის ჩემპიოანტზე. პირველ დღეს მათ ვერცხლის მედლები აიღეს სინიორების გუნდურ ასპარეზობაში: ლუბა გოლოვინა, ანანო აფაქიძე, თეონა ჯანჯღავა და სოფიო დაშნიანი. მეორე დღეს ოქროს მედელბი აიღეს იუნიორთა სინქრონულ ასპარეზობაში: ანა ლაპიაშვილმა და მაია ბოჭორიძემ. მესამე დღეს სინორთა სინქრონულ ხტომებში ანანო აფაქიძემ და თეონა ჯანჯღავამ აიღეს ბრინჯაოს მედლები. და ბოლო საასპარეზო დღეს ჯერ მარიამ რაიგომოვმა აიღო ვერცხლის მედალი იუნიორთა ინდივიდუალურ ასპარეზობაში და შემდეგ სინიორების ინდივიდუალურ ასპარეზობაში ვერცხლის მედალს დაეუფლა ლუბა გოლოვინა. მედლების მონაგარი ორივე ტურნირიდან შემდეგნაირად გამოიყურება: ანანო აფაქიძე––4 მედალი (1 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო) თეონა ჯანჯღავა––3 მედალი (1 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) ლუბა გოლოვინა––2 მედალი (2 ვერცხლი) მაია ბოჭორიძე ––1 მედალი (1 ოქრო) ანა ლაპიაშვილი–– 1 მედალი (1 ოქრო) მარიამ რაგიმოვი––1 მედალი (1 ვერცხლი) სოფიო დაშნიანი––1 მედალი (1 ვერცხლი) ორივე ტურნირზე იმსაჯა ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯმა ქალბატონ რუსუდან ხოფერიამ, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე გადაეცა ‘’ ევროპის საპატიო მსაჯის’’ დიპლომი, და რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ტანმოვარჯიშეების გამარჯბვეაში, მისი რჩევა–დარიგებებით და კონსლუტაციებით. ვულოცავთ ჩვენ გოგონებს, მათ პირად მწვრთნელებს, ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელს ბატონ ზაქარია სულაშვილს, ქალბატონ რუსუდან ხოფერიას და სრულაიად საქართველოს ამ უდიდეს წარმატებას! გილოცავთ ყველას და გისურვებთ მომავალ დიდ გამარჯვებებს!