ამ დღეებში უნგრეთის დედაქალაქმა, ბუდაპეშტმა, უმასპინძლა საერთაშორისო ტურნირს მხატვრულ ტანვარჯიშში FIG- Gracia Cup-ს. აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს წარმოადგენდა ჩვენი ტანმოვარჯიშე ქეთევან არბოლიშვილი. ქეთიმ მშვენივრად იასპარეზა და გაიმარჯვა მრავალჭიდში. მან ასევე პირველი ადგილი დაიკავა: ბურთით, ბაფთით და გურზებით ვარჯიში, და მესამე ადგილი რგოლით ვარჯიშში. ვულოცავთ ქეთის წარმატებულ გამოსვლას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს!