1–2 დეკემბერს ხორვატიის ქალაქ სპლიტში გაიმართა ევროპის ტანვარჯიშის კავშირის კონგრესი. კონგრესზე მონაწიელობა მიიღო ევროპის კავშირის 50 წევრმა ფედერაციამ. მათ შორის იყო საქართველოს დელეგაციაც: კონსტნტინე ლაშხი–პრეზიდენტი, რუსუდან ხოფერია–გენერალური მდივანი, რუსუდან სიხარულიძე–პირველი ვიცე პრეზიდენტი და ბესარიონ გამსახურდია–ვიცე პრეზიდენტი.
კონგრესმა განიხილა მოხსნებები ჩატარებული სამუშაოებების შესახებ, ასევე, გაიმართა ახალი პრეზიდენტის, საპრეზიდენტო საბჭოს, ტექნიკური კომიტეტების პრეზიდენტების და წევრების არჩევნები.
ევროპის ტანვარჯიშის კავშირის პრეზიდენტან, მომდევნო 4 წლით, არჩეულ იქნა ბატონი ფარიდ გაიბოვი (აზერბაიჯანი). 28 ხმით 20 წინააღმდეგ მან დაამარცხა არჩევნებში ედვარდ კოლარი (სლოვენია). საპრეზიდენტო საბჭოში შევიდნენ: რუდოლფ ჰეიდეგერი (შვეიცარია), მიშელ ბუტარდი (საფრანგეთი) და აფანასიას ვასილიადისი (საბერძნეთი), ასევე დისკუსიებში და გადაწყვტილების მიღებაში აღმასრულებელ კომტეტს და ტექნიკური კომიტეტის პრეზიდენტებს დაეხმარებიან: მირჩა აპოლზანი (რუმინეთი), ერიკ ჯულ მოგენსენი (დანია), ანდრეი ფიედორაუ (ბელარუსი), პაოლო ფრიზინგი (ლუქსემბურგი), სოლვეიგ ჯოსდოტირი (ისლანდია), ანდრეი როდიონენკო (რუსეთი), და ჯუდიტ კიორმენდი–ეკესი (უნგრეთი).
ტექნიკური კომიტეტების ახალი პრეზიდენტები არიან: ტომ ტინგოლდი (ნორვეგია)–ვაჟები სპორტული ტანვარჯიში, ანკა გრიგორაში (რუმინეთი)––გოგონები სპორტული ტანვარჯიში, მარია პეტროვა (ბულგარეთი)––მხატვრული ტანვარჯიში, ვლადიმირ ზემანი (ჩეხეთი)––ბატუტზე ხტომები, კარინ ჩარლი (საფრანგეთი)––სპორტული აკრობატიკა, კრისიტინა კასენტინი (იტალია)––აერობიკა, პერ სოსტრანდი (შვედეთი)––თიმჯიმი, ჰილფ ფორგეირსდოტრი (ისლანდია)––ტანვარჯიში ყველასთვის.
ვულოცავთ ბატონ გაიბოვს და მის გუნდს, და ვუსურვებთ წარმატებებს მათ საქმიანობაში.