დღეს, პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბატუტზე ხტომებში, გათამაშდა სინიორების სინქრონული ხტომების მედლები. საქართველოს წარმოადგენდნენ ამ ჩემპიონატზე გუნდური ასპარეზობის ვიცე-ჩემპიონები: მარიამ რაგიმოვი და ანანო აფაქიძე. საკვალიფიკაციო ეტაპზე ანანომ და მარიამმა 47.280 ქულით მესამე ადგილი დაიკავეს და გაინაღდეს ფინალში მონაწილეობა. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ფინალური ასპარეზობა და ჩვენი გოგონები 47.740 ქულით გახდნენ ბრინჯაოს მედლების მფლობელები, სულ ცოტათი ჩამორჩნენ მეორე ადგილზე გასულ ფრანგებს, ხოლლ პირველი ადგილი დაიკავა დიდი ბრიტანეთის სინქრონულმა წყვილმა. ხვალ, ჩემპიონატზე იქნება დასკვნითი დღე და ჯერ გაიმართება ნახევარფინალები სადაც ჩვენი რვა ბატუტზე მხტომელი იასპრეზებს როგორც დიდებში ისე ახალგაზრდებში და შემდეგ საუკეთესო 8 თითო კატეგორიიდან მოხვდება ფინალში. ვულოცავთ, ანანოს და მარიამს დღევანდელ წარმატებას, ასევე მათ პირად მწვრთნელებს, ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელს ბატონ ზაქარია სულაშვილს, ქალბატონ რუსუდან ხოფერიას და სრულიად საქართველოს ამ წარმატებას!