დღეს, ევროპის ზაფხულის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გაიმართა ფინალური ეტაპი სპორტულ ტანვარჯიშში ვაჟებს შორის. საქართველოს წარმოადგენდა ჩვენი ეროვნული ახალგაზრდული გუნდის წევრი დაჩი დოლიძე (მწვრთნელი: ილია ვაშაკიძე). დაჩიმ იასპარეზა ტაიჭზე ვარჯიშში და მოუპოვა საქართველოს ბრინჯაოს მედალი! ვულოცავთ დაჩის და სრულიად საქართველოს ამ მედალს და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს
ვრცლად »დღეს, ევროპის ზაფხულის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გაიმართა საკვალიფიკაციო ეტაპუ სპორტულ ტანვარჯიშში ვაჟებს შორის. საქართველოს წარმოადგენდა ჩვენი ეროვნული ახალგაზრდული გუნდის წევრი დაჩი დოლიძე (მწვრთნელი: ილია ვაშაკიძე). დაჩიმ მშვენივრად შეასრულა ტაიჭზე ვარჯიში და მოხვდა ფინალში. ხვალ იასპარეზებენ გოგონები სადაც გამოვა ჩვენი თინიკო ტყემალაძე. ვულოცავთ დაჩის ფინალში გასვლას, ვუსურვებთ წარმატებულ ფინალს და ასევე ვუსურვებთ წარმატებულ ასპარეზობას თინიკოს!
ვრცლად »29-30 ივნისს, ქალაქ ბუდაპეშტში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში ,,JUNIOR CUP'' ტურნირში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გუნდის წევრებმა: ნინო კვანტალიანმა და ელენე წულუკიძე. გოგონებმა, გუნდურ ჩათვლაში მოიპოვეს ვერცხლის მედლები. ხოლო ფინალში, ცალკეულ საგნებში ნინო კვენტალიანმე მოიპოვა ვერცხლის მედალი ბაფთით ვარჯიშში ( მწვრთნელი ელისო ბედოშვილი). ელენე წულუკიძემ ასევე ვერცხლის მედალი რგოლით ვარჯიშში ( მწვრთნელები : ლალი დოლიძე ჯანთეზ და მარიამ ჯანთეზი ). ვულოცავთ გოგოებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს!
ვრცლად »ამ დღეებში, პორტუგალიის ქალაქი სანტარემი მასპინძლობს მსოფლიო თასს ბატუტზე ხტომებში. მონაწილეებს შორის არიან ჩვენი ეროვნული გუნდის წევრებიც: ლუბა გოლოვინა, ანანო აფაქიძე, მარიამ რაგიმოვი და თეონა ჯანჯღავა. ასპარეზობა ტარდება როგორც ინვიდუალურ დისციპლინაში ასევე სინქრონულ წყვილებს შორის. გუშინ გაიმართა საკვალიფიკაციო ეტაპები. ინდივიდუალური კვალიფიკაცია წარმატებით გაიარეს და ნახევარ-ფინალში მოხვდნენ ლუბა გოლოვინა, ანანო აფაქიძე და მარიამ რაგიმოვი, თუმცა, სამწუხაროდ, ფინალში ვერცერთი ვერ მოხდა. რაც შეეხება სინქრონულ წყვილებს აქ ფინალში მოხვდა აფაქიძე-რაგიმოვის წყვილი. მათ ფინალში ძალიან კარგად იასპარეზეს და მოიპოვეს ბრინჯაოს მედლები! ეს არის, წელს, ჩვენი ბატუტისტების პირველი გასვლა საერთაშორისო ტურნირზე და
ვრცლად »მიმდინარე წლის 16-19 ივნისს ბაქოში (აზერბაიჯანი) გაიმართა 1-ლი საერთაშორისო ტურნირი-გამოწვევა და ასევე სემინარი-უორქშოპი დისციპლინაში ტანვარჯიში ყველასთვის. ამ ტურნირში, მონაწიელობა მიიღო 3 ქვეყნის 46 გუნდმა 460 მონაწილით. ამ მონაწილეთა შორის იყო საქართველოს გუნდიც. აღსანიშნავია რომ ეს იყო ისტორიული ფაქტი რადგან აქამდე საქართველოს გუნდს დისციპლინა ტანვარჯიში ყველასთვის საზღვარგარეთ გამართულ ტურნირებზე არასდოს მიუღია მონაწილეობა. საქრათველოდან ამ ტურნირზე წარმოდგენილი ოყო
ვრცლად »16-17 ივლისს თელავის სპორტის სასახლეში ,,ნელი სალაძის მხატვრული ტანვარჯიშის აკადემიის საერთაშორისო ტურნირი,, ჩატარდა. მონაწილეობას იღებდა საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან 240-მდე ტანმოვარჯიშე. ასევე მონაწილეობდნენ თელავის, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავისა და საგარეჯოს ტანვარჯიშის კლუბები. გამრჯვებულები დაჯილდოვდნენ დიპლომებით, მედლებით, თასებით, სხვადასხვა სპორტული ინვენტარით და პრიზებით. დიდ მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს, სპონსორებს და ნელი სალაძის აკადემიას
ვრცლად »12-16 მაისს ქ.თბილისში ჩატარდა პირველი საერთაშორისო ტურნირი ბატუტზე ხტომებში „GOLDEN JUMP“-ი. აღნიშნული ტურნირზე მონაწილეობა მიიღო: აზერბაიჯანის, ბულგარეთის, თურქეთის, ყაზახეთის, ლატვიის და საქართველოს ნაკრებმა გუნდებმა. სასიახარულოა ის ფაქტი, რომ საქართველოს ეროვნულმა და ახალგაზრდულმა ნაკრებმა, წარმატებით იასპარეზა და 10 ოქროს, 4 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტურნირმა დიდი მოწონება და გამოხმაურება დაიმსახურა. ყველა მონაწილე ფედერაცია და მათი წევრები აღფრთოვანებულები იყვნენ ტურნირით,
ვრცლად »საბერძნეთის ქალაქი სალონიკი მასპინძლობდა მეხუთე საერთაშორისო ტურნირს მხატვრულ ტანვარჯიშში.
,,Royal Crown “ ჩვენი ფედერაციის წევრი ,, ნელი სალაძის აკადემიის" ტანმოვარჯიშეებმა მშვენივრად იასპარეზეს და მოიპოვეს შემდეგი მედლები:
მარიამ კაპანაძე W/A II, Hoop I
ელენე ქოჩორაძე W/A I, Clubs I
ლიზა ჩხეიძე Ball I, Ribbon I
ვრცლად »SASAKI - იაპონური კომპანია რომელიც არის ერთ-ერთი ლიდერი მხატვრული ტანვარჯიშის აღჭურვილობის (საგნების) წარმოებაში. სასაკის მხ.ტანვარჯიშის საგნების დასამზადებლად გამოიყენება მხოლოდ დადასტურებული მასალები. სასაკის სპეციალისტები საიდუმლოდ ინახავენ საგნების შექმნის პროცედურას. ყველა SASAKI საგანი დამტკიცებულია FIG - ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის მიერ. დღეოდან საქართველოში შესაძლებელია SASAKI - ის ბრენდის მხატვრული ტანვარჯიშის საგნების შეძენა. ყველა პროდუქტი სერტიფიცირებული და მარკირებულია FIG -ის ლოგოთ მოქმედებს აქცია რომელიც ძალაში იქნება მაისის განმავლობაში. დაკავშირება შესაძლებელია ინსტაგრამ გვერდზე : SASAKIGEORGIA და ასევე საკონტაქტო ნომერზე: 591 25 00 17-სალომე ურუშაძე.
ვრცლად »პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, გაიმართა რიგით მე- XV FIG საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში ,, IRINA CUP" 2023, სადაც 20 ქვეყნის 350 სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს სახელით წარმატებულად იასპარეზეს, როგორც ეროვნული ფედერაციის ტანმოვარჯიშეებმა, ასევე სპორტ კლუბებმა “Grand Rhythmic”, “პირველები” და ბათუმის სპორტის სასახლის ტანმოვარჯიშეებმა.
ვრცლად »მიმდინარე წლის 8-9 აპრილს, სლოვენიის ქ.ლუბლიანაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე მხატვრულ ტანვარჯიშში წარმატებით იასპარეზეს ქართველმა ტანმოვარჯიშეებმა. მარიამ ქაჯაიამ, რომელსაც ჰქონდა დებიუტი სენიორების კატეგორიაში დაიკავა -- მე-2 ადგილი რგოლით ვარჯიშში; მრავალჭიდში კი - მე-5 ადგილი. იუნიორები: ნინო კვანტალიანი - 5 ადგილი_მრავალჭიდი ელენე წულუკიძე - 7 ადგილი_მრავალჭიდი ბარბარე ქაჯაია -12 ადგილი_მრავალჭიდი 2011 - პრე იუნიორი: მილა შავლაძე - 1 ადგილი_მრავალჭიდი - 1 ადგილი_ბურთი - 1 ადგილი_გურზები ვულოცავთ, ჩვენ გოგონებს ამ წარმატებას და ვუსურვეთ მომავალ განარჯვებებს!
ვრცლად »12-13 აპრილს გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი მხატვრულ ტანვარჯიშში, სადაც მონაწილეობა მიიღეს და წარმატებით იასპარეზეს ქ.თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის ტანმოვარჯიშეებმა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში: სენიორები (ინდივიდუალრი; ჯგუფური), იუნიორები (ინდივიდუალრი; ჯგუფური), პრე-იუნიორები (2011); ასევე ჯგუფური - სენიორები და იუნიორების გუნდები. სინიორები: ეროვნული ნაკრები:
ვრცლად »