!!!

2024 წლის იანვრიდან საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემუშავებული კრიტერიუმების თანახმად ტანვარჯიშში მაღალი მიღწევების სპორტმენებს და მწვრთნელებს საგრძნობლად გაეზარდათ სტიპენდიები, ასევე მატება მოხდა პერსპექტიულ სპორტსმენებზეც, რაც დიდი მოტივაციაა შემდგომში მაღალი მიღწევებისათვის, როგორც სპორტსმენებისთვის, ასევე მწვრთნელებისთვის. საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერისა და ხელშეწყობისათვის.