ისრაელში მიმდინარე ევროპის ჩემიონატზე მხატვრულ ტანვარჯიშში, მსაჯების შეკრებაზე, ევროპის ტანვარჯიშის ტექნიკურმა კლმიტეტმა დააჯილდოვა ჩვენი საერთშორისო კატეგორიის მსაჯი ქალბატონი ელისო ბედოშვილი ""საპატიო მსაჯის"" დიპლომით. ვულოცავთ ქლბატონ ელისოს ამ ჯილდოს და ვუსურვებთ მომდევნო წარმატებებს და ჯილდოებს!
ვრცლად »8-19 ივნისს, თბილისში, ტანვარჯიშის არენაზე, გაიმართება საქართველოს ჩემპიონატი სპორტულ აკრობატიკაში. დასაწყისი: 10:00სთ. მის: დიღომი, ოლიმპიური პარკის ტერიტორია, ბობ უოლშის II შესახვევი;
ვრცლად »დღეს საქართველოში დაბრუნდა საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდი ბატუტზე ხტომებში. მათ იასპარეზეს ორი უმაღლესი კლასის ტურნირზე. 25–29 მაისს რიმინიში (იტალია) გაიმართა მსოფლიო თასი ბატუტზე ხტომებში რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჩვენმა ტანმოვარჯიშეებმა: ანანო აფაქიძემ, ლუბა გოლოვინამ და თეონა ჯანჯღავამ. ამ მსოფლიო თასზე მედლები მოიპოვეს: ოქროს მედლები სიქრონულ ხტომებში: ანანო აფაქიძე და თეონა ჯანჯღავა ბრინჯაოს მედალი ინდივიდუალურ ასპარეზობაში: ანანო აფაქიძე. 1–6 ივნისს იგივე ქალაქმა უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატს ბატუტზე ხტომებში (სინიორებში და იუნიორბში). ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა მიიღეს: იუნიორებმა: მაია ბოჭორიძე (მწვრთნელი: ზურაბ კიკნაძე), ანა ლაპიაშვილი (მწვრთნელი: როზა ბერიკაშვილი) და მარაიამ რაგიმოვი (მწვრთნელი: რევაზ გამხოშვილი). სინიორებმა: ლუბა გოლოვინა (მწვრთნელი: ლუდა გოლოვინა), ანანო აფაქიძე (მწვრთნელი: ირმა სოლოღაშვილი), თეონა ჯანჯღავა (მწვრთნელი: ლია ხრიკული) და სოფიო დაშნიანი (მწვრთნელი: ირმა სოლოღაშვილი). ნაკერბი გუნდის მთავარი მწვრთნელი: ზაქარია სულაშვილი. ჩვენმა გოგონებმა მშვენივრად იასაპარეზეს ამ ევროპის ჩემპიოანტზე. პირველ დღეს მათ
ვრცლად »როგორც გუშინ მოგახსენეთ პოლონეთში მიმდინარეობს მსოფლიო თასი სპორტულ აკრობატიკაში და პარალელურად ტარდება საერთაშორისო ტურნირი. ამ წუთას დასრულდა ასპარეზობა და გვაქვს სასიხარულო ინფორმაცია. მსოფლიო თასზე ჩვენმა გოგონათა სამეულმა: ქრისტინე მელიამ, სალომე მაისურაძემ და ნინი დვალიშვილმა დაიკავეს მეორე ადგილი და დაეუფლნენ ვერცხლის მედლებს! რაც შეეხება საერთაშორისო ტურნირის აქ ჩვენი ბიჭების წყვილმა: ბექა დიდბერიძემ და გიორგი ჭიღლაძემ ყველას აჯობეს და დაეუფლნენ ოქროს მედლებს!
გილოცავთ გოგოებო და ბიჭებო! ვულოცავთ სრულიად საქართველოს!
ვრცლად »დღეს, კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი გვაქვს იტალიიდან. რიმინიში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბატუტზე ხტომებში დღეს მიმდინარეობს ინდივიდუალური ასპარეზობა იონიურებში და სინიორებში. იუნიორებს შირის ფინალში მოხვდა ჩვენი მარიამ რაგიმოვი, რომელსაც ძალიან ცოტა დააკლდა პირველი ადგილის დასაკავებლად. მარიამმა მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი! ვულოცავთ მარიამს და სრულიად საქართველოს!
ვრცლად »პოლონეთის ქალაქი რზეშოვში მასპინძლობს მსოფლიო თასს და საერთაშორისო ტურნირს სპორტულ აკრობატიკაში. ორივე ტურნირზე მონაწილეობას იღებენ ჩვენი სპორტული აკრობატები. დღეს, საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, მსოფლიო თასის ფინალში იასპარეზებს გოგონათა სამეული: ქრისტი მელია,სალომე მაისურაძე და ნინო დვალიშვილი. რაც შეეხება საერთაშორისო ტურნირს, აქ ფინალში (13-19 ასაკობრივ ჯგუფში) იასპარაზებენ შერეული წყვილი: ლაშა ღიბრაძე ,ლანა წურწუმია და ასევე ვაჟთა წყვილი : ბექა დიდბერიძე, გიორგი ჭიღლაძე. ფინალები გაიმართება 5 ივნისს. წარმატებას ვუსურცებთ ჩვენ ტანმოვარჯიშეებს!
ვრცლად »ამ წუთებში კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია მოვიდა რიმინიდან, სადაც ტარდება ევროპის ჩემპიონატი ბატუტზე ხტომებში. ჩვენმა სინიორმა სინქრონულმა წყვილმა ანანო აფაქიძემ და თეონა ჯანჯღავავ ევროპის ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს! შეგახსენებთ რომ წინა კვირას ამ წყვილმა მსოფლიო თასზე ოქროს მედლები მოიპოვა! ყოჩაღ გოგოებო! ვულოცავთ გოგოებს და სრულიად საქართველოს!
ვრცლად »კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი იტალიიდან! ევროპის ჩემპიონატზე ბატუტზე ხტომებში დღეს მიმდინარეობდა სინქრონული ხტომები იუნიორთა შორის. ჩვენმა სინქრონულმა წყვილმა: ანა ლაპიაშვილმა და მაია ბოჭორიძემ მშვენივრად იასპარეზეს და იუნიორთა შორის ევროპის ჩემპიონები გახდნენ! ვულოცავთ გოგოებს და სრულიად საქართველოს ამ კიდევ ერთ დიდ გამარჯვებას!
ვრცლად »ამ წუთებში რიმინიში (იტალია) დასრულდა ევროპის ჩემპიონატის გუნდური ასპარეზობა ბატუტზე ხტომებში სინიორ გოგოებს შორის. ჩვენმა გოგოებმა: ლუბა გოლოვინამ, ანანო აფაქიძემ, თეონა ჯანჯღავამ და სოფიო დაშნიანმა ამჯერდაც მშვენივრად იასპარეზეს და დაიკავეს მეორე საპრიზო ადგილი!
ეს არის ისტორიული წარმატება! ვულოცავთ გოგოებს და სრულიად საქართცელო ამ წარმატებას!
ვრცლად »დღეს, ევროპის ჩემპიონატზე ბატუტზე ხტომებში ჩაერთნენ სინიორი ტანმოვარჯიშეები. მათ შორის არიან ჩვენი გოგონებიც. გოგონებმა მშვენივრად შეასრულეს ვარჯიშები და გუნდური პირველი ადგილით გადავიდნენ გუნდური ასპარეზობის ფინალში. გარდა ამისა, სამი მათგანი: ლუბა გოლოვინა, ანანო აფაქიძე და თეონა ჯანჯღავა გადავიდნენ ინდივიდუალური ასპარეზობის ნახევარფინალებში!
ვრცლად »დღეს იტალიის ქალაქ რიმინიში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ბატუტზე ხტომებში. მსაჯების შეკრებაზე ბატუტზე ხტომებში ევროპის ტანვარჯიშის ტექნიკური კომიტეტის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზემანმა დააჯილდოვა ჩვენი ფედერაციის გენერალური მდივანი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი რუსუდან ხოფერია ""საპატიო მსაჯის"" დიპლომით. ქალბატონმა რუსუდანმა, ეს ტიტული მიიღო მისი უბადლო და ხანგრხლივი მუშაობისთვის საერთაშორისო არენაზე. ეს არის კიდევ ერთი ჯილდო ქალბატონი რუსიკოს უამრავ ჯილდოებს და მედლებს შორის. ვულოცავთ ქლბატონ რუსიკოს ამ ჯილდოს და ვუსურვებთ მომდევნო წარნატებებს და ჯილდოებს!
ვრცლად »