აკრობატები პოლონეთის გრან-პრის ფინალში არიან

პოლონეთის XIV გრან პრიზე მონაწილე საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრებმა სპორტულ აკრობატიკაში დაასრულა საკვალიფიკაციო პროგრამა. მეორე შედეგით ფინალში შევიდა და იასპარეზებს შერეული წყვილი: ალექსანდრე ბულაშვილი და ანანო ხელაძე. ასევე მესამე შედეგით ფინალში შევიდა და იასპარეზებს გოგონათა წყვილი: მარიამ ინაძე, თამარ წიკლაური. გოგონათა სამეული:ნატალია ამირიძე,მონიკა კვირიკაშვილიდა ანასტასია რამიშვილი კი VII შედეგით შევიდა ფინალში. ფინალები გაიმართება ხვალ. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენ აკრობატებს!