27-30 მარტს თბილისმა უკვე მესამედ უმასპინძლა საერთაშორისო ტურნირს დისციპლინაში ტანვარჯიში ყველასთვის- ,,თბილისის ჯიმნაესტრადა''. პირველად აღნიშნული ტურნირი გაიმართა 2021 წელს და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს და აზერბაიჯანის გუნდებმა -115 მონაწილით. 2022 წელს, ისევ საქართველოს და აზერბაჯანის გუნდები ასპარეზობდნენ, უკვე 150 მონაწილით. წელს მონაწილეთა რიცხვმა 350 მონაწილეს მიაღწია! საქართველოს 25 გუნდს და აზერბაიჯანის 6 გუნდს დაემატა 2 გუნდი ისრაელიდან. . მონაწილეთ ასაკი მერყეობდა 3-დან 40 წლამდე. მონაწილეობდნენ როგორც პროფესიონალი ასევე მოყვარული ტანმოვარჯიშეები და არა მხოლოდ ტანმოვარჯიშეები არამედ ზოგადად სპორტზე შეყვარებული ადამიანები. ტანვარჯიშის არენა სადაც მიმდინარეობდა აღნიშნული ღონისძიება გადავსებული იყო მაყურებლებით და ქომაგებით. ტურნირი ორგანიზებული იყო მაღალ დონეზე რაც აღნიშნეს როგორც ადგილობრივმა მონაწილეებმა ასევე ჩამოსულმა სტუმრებმა და გულშემატკივრებმა. აღნიშნული ტურნირი გათვლილია ტანვარჯიშის დისციპლინის--ტანვარჯიში ყველასათვის განვითარებაზე, და ზოგადად საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგაზე და პოპულარიზაციაზე. მადლობა გვინდა ვუთხრათ ამ ტურნირის ორგანიზაციაში დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალაგაზრდობის სამინისტროს. ასევე, მადლობა, ჩვენი სტუმრების შესანანიშნავად გამასპინძლებისთვის სასტუმრობეს: Hotel Light House Old City და HOTEL JAZZ. მადლობა ტანვარჯიშის არენის თანამშრომლებს. მადლობა სტუდია ,,Dance Road''-თან არსებულ ქართული ცეკვის ანსამბლ ,,ცეკვის გზას'' და ჩვენ მხატვრულ ტანმოვარჯიშეს ელენიკო ბაქრაძეს გახსნის ცერემონიალიალის გალამაზებისთვის! და რა თქმა, ძალიან დიდი მადლობა მონაწილე გუნდებს, როგორც ჩვენს ასევე ჩამოსულ გუნდებს, მათ მწვრთნელებს, ქორეოგრაფებს და ხელმძღვანელებს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს უფრო მეტნი ვიქნებით!