ამ დღეებში სოფია მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატს ბატუტზე ხტომებში ახალგაზრდებს შორის. ტანმოვარჯიშეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მსოფლიო ჩემპიონობისთვის სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში. ამ წუთებში მივიღეთ სასიხარულო ინფორმაცია სოფიიდან რომ ყველაზე ახალგარზრდა ჩვენი სპორტსმენი ნინო ქორიძე გახდა მსოფლიო ჩემპიონი! ნინომ მშვენივრად გაართვა თავი ჯერ საკვალიფიკაციო ეტაპს, სადაც 31 მონაწილეს შორის მეორე ადგილზე გავიდა 90.740 ქულით, და უკვე ფინალში ყველას აჯობდა და დაეუფლა ოქროს მედალს! ვულოცავთ ნინოს და სრულიად საქართველოს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას!