პოლონეთის XIV გრან პრიზე მონაწილე საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრებმა სპორტულ აკრობატიკაში დაასრულა ასპარეზობა ერთი ვერცხლით და ერთი ბრინჯაოთი. ბრინჯაოს მედალს დაეუფლა შერეული წყვილი: ალექსანდრე ბულაშვილი და ანანო ხელაძე. ვერცხლის მედალი აიღო გოგონათა წყვილმა: მარიამ ინაძე და თამარ წიკლაური. ხოლო, გოგონათა სამეულმა:ნატალია ამირიძემ, მონიკა კვირიკაშვილიმა და ანასტასია რამიშვილმა VI ადგილი დაიკავეს. ვულოცავთ ჩვენს აკრობატებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს!