ყველა მწვრთნელი, ვინც დარეგისტრირებულია FIG სისტემაში უნდა გაიაროს პირადი უსაფრთხოების ონლაინ კურსი, რომელიც ხელმისაწვდომია FIG-eLearning პლატფორმაზე. ამ კურსის მიზანია ყველა მწვრთნელმა მიიღოს პირადი უსაფრთხოების სერთიფიკატი და შესაბამისად, მიეცეს საჭირო ინსტრუმენტები ტანვარჯიშში უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად. ეს კურსი სავალდებულოა ყველა მწვრთნელისთვის, რომელიც რეგისტრირებულია FIG Coach – Sport Database-ში და ამ მოთხოვნის შესრულების ბოლო ვადაა 2023 წლის 1 დეკემბერი. ამ თარიღის შემდეგ, მწვრთნელებს, რომლებიც არ ჩაბარებენ ტესტს და არ მიიღებენ სერტიფიკატს, რეგსიტრაცია დროებით შეუჩერდებათ. გარდა ამისა, ისინი ვერ გაემგზავრებიან ვერცერთ FIG-ლიცენზირებულ ტუნრირზე. ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ ტესტის გავლის და სერტიფიკატის მიღების შემდეგ. ამ კურსის გასავლელად საჭირო მითითებები ხელმისაწვდომია აქ: (ინგლისურ ენაზე) http://fig-docs.com/…/Create_a_new_Coach_sport_updated-EN…