ნოემბერი 14, 2022

ამ დღეებში თურქეთში მიმდინარეობს ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესი. კონგრესში მონაწილეობს ყველა წევრი ტანვარჯიშის ეროვნული ფედერაცია. მონაწილეთა შორის არის საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციაც. ფედერაციას წარმოადგენენ პრეზიდენტი კონსტანტინე ლაშხი და ვიცე-პრეზიდენტი ბესარიონ გამსახურდია. მათ გამართეს რამდენიმე შეხვედრა და მათ შორის მნიშვნელოვანი იყო შეხვრდა ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტთან ბატონ მორინარი ვატანაბესთან.

ვრცლად »
ოქტომბერი 18, 2022

ტელეკომპანია ,,ფორმულას,, ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც სხვადასხვა სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელებმა პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს ხელისუფლებას მიმართეს მოთხოვნით-კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტი ცალკე უწყებად გამოეყოს. მიმართვაში ასევე აღნიშნული იყო, რომ მათ მოთხოვნას უკვე 20-მდე სპორტული, მათ შორის, ტანვარჯიშის ფედერაციაც შეუერთდა. ხაზი გვინდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მეტიც-საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის არცერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა ამ შეხვედრას. ჩვენ დავუკავშირდით “ფორმულას “ . ვთხოვეთ, ეთერში გასული სიუჟეტის შესწორება და ჩვენი პოზიციის დაფიქსირება. ოპოზიციურმა ტელეკომპანიამ ჩვენი მოთხოვნა არ გაითვალისწინა, რამაც გამოიწვია სხვა საინფორმაციო საშუალებებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

ვრცლად »
ოქტომბერი 11, 2022

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ულოცავს დაბადების დღეს, მსოფლიო თასის 3 გზის მფლობელს ჯგუფურ ვარჯიშში, 1990 წლის ევროპის ჩემპიონტის ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორს ჯგუფურ ვარჯიშში, 1990 წლის საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულს ,საქართველოს მრავალგზის ჩემპიონს ,საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატს, 2018 წლის საქართველოს საუკეთესო მსაჯს, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯს, ევროპის ტანვარჯიშის საპატიო მსაჯს მხატვრულ ტანვარჯიშში და საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელს მხატვრულ ტანვარჯიშში --ქალბატონ ელისო ბედოშვილს. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს მის საქმიანობაში!

ვრცლად »
ოქტომბერი 10, 2022

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ულოცავ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს 33 წლის იუბილეს. გისურვებთ მრავალ წარმატებებს და გამარჯვებებს!

ვრცლად »
სექტემბერი 27, 2022

24-25 სექტემბერს, თბილისში (საქართველო), ტანვარჯიშის არენაზე, გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ტანვარჯიშში ყველასათვის ,,თბილისის ჯიმნაესტრადა”. ეს ტურნირი საქართველოს დედაქალაქში უკვე მეორედ გაიმართა. ამჯერად, წინა წელთან შედარებით უფრო მეტი გუნდი და მონაწილე იყო. ასპარეზობდა 11 გუნდი საქართველოდან და 3 აზერბაიჯანიდან, სულ ჯამში 130 ტანმოვარჯიშე. ასაკობრივი დიაპაზონი იყო 4 წლიდან 50 წლამდე. წელს საქართველოს რეგიონებიდანაც ჰყავდა გუნდები: აჭარიდან და კახეთიდან. აქ არის მონაწილე გუნდების სრული სია:

ვრცლად »
სექტემბერი 22, 2022

24-25 სექტემბერს თბილისში, დიღმის ტანვავრჯიშის არენაზე გაიმრთება საერთაშორისო ტურნირი ტანვარჯიშში ყველასათვის "თბილისის ჯიმნაესტრადა''. ეს ღონისძიება უკვე მეორედ გაიმართება საქართველოში და უფრო მასშტაბური იქნება. წელს აზერბაიჯანის 3 გუნდი (40 მონაწილე) და საქართველოს 11 გუნდი (90 მონაწულე) მიიღებენ მონაწილობას ამ ტურნირში. ზოგადად, ტანვარჯიში ყველასათვის არის დისციპლინა რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლეა ნებისმიერ ადამიანს. აქედან გამომდინარე

ვრცლად »
სექტემბერი 22, 2022

წინა კვირას, სოფიაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე მხატვრულ ტანვარჯიშში, საქართველოს ნაკრებმა გუნდმა ჯგუფურ ვარჯიშში გაირა საკვალიფიკაციო ეტაპი და მოხვდა 24 საუკეთესო გუნდს შორის ( მე-19 შედეგით ). ეს შედეგი გვაძლევს უფლებას 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შევეჯიბროთ იგივე გუნდებს პარიზი 2024-ის ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებლად. მთავარი მწვრთნელი თინათინ ნადირაშვილი , ნაკრების ქორეოგრაფი ნინო ბობოხიძე. გილოცავთ გოგოებო და გისურვებთ ლიცენზიის მოპოვებას და მომავალ გამარჯვებებს!

ვრცლად »
აგვისტო 29, 2022

ამ წუთებში სასუხარულო ამბავი მოვიდა ევროპის ჩემპიონატიდან სპორტულ ტანვარჯიშში! როგორც უკვე მოგახსენეთ გერმანიაში ტარდება ევროპის ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში სინიორებსა და იუნიორებში. დღეს მიმდინარეობს იუნიორების ფინალები ცალკეულ იარაღებში. ჩვენმა ახალგაზრდა, ნიჭიერმა ტანმოვარჯიშემ დაჩი დოლოძემ მშვენივრად იასპარეზზა ტაიჭზე და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა! ვულოცავთ დაჩის და სრულიად საქართველოს დიდ ამ წარმატებას!

ვრცლად »
აგვისტო 29, 2022

ქალაქ მიუნხენში (გერმანია) მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში. დღეს, მსაჯთა სხდომაზე გაიმართა საპატიო მსაჯების დაჯილდოების ცერემონია. ჩვენი ფედერაციის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ბ-ნი ილია გიორგაძე დაჯილდოვდა საპატიო მსაჯის დიპლომით. გილოცავთ ბატონო ილია. ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ მომავალში!

ვრცლად »
აგვისტო 29, 2022

ქალაქ მიუნხენში (გერმანია) მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში. დღეს, მსაჯთა სხდომაზე გაიმართა საპატიო მსაჯების დაჯილდოების ცერემონია. ჩვენი ფედერაციის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ბ-ნი ბესარიონ გამსახურდია დაჯილდოვდა საპატიო მსაჯის დიპლომით. გილოცავთ ბატონო ბესარიონ. ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ მომავალში!

ვრცლად »
აგვისტო 29, 2022

ამ დღეებში გერმანიაში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში. დღეს, იუნიორების საკვალიფიკაციო დღე იყო. ჩვენმა ახალგაზრდა, პერსპექტიულმა ტანმოვარჯიშემ დაჩი დოლიძემ ტაიჭზე მშვენივრად იასპარეზა და პირველი ადგილით ფინალში გავიდა. ფინალში დაჩის შვიდი კონკურენტი ეყოლება. წარმატებულ ფინალს ვუსურვებთ დაჩის!

ვრცლად »
აგვისტო 15, 2022

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია დაბადების დღეს ულოცავს , სპორტულ ტანვარჯიშში მსოფლიო ჩემპიონს და მესამე პრიზიორს თავისუფალ ვარჯიშში (1974); სსრკ ორგზის ჩემპიონს (1973, მრავალჭიდი; 1974, თავისუფალი ვარჯიში); საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატს, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელს, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯს, ღირსების ორდენის კავალერს, სპორტის რაინდს, ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტს ქალბატონ რუსუდან სიხარულიძეს! ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, ბედნიერებას და მრავალ პროფესიულ წარმატებას!

ვრცლად »