ამ დღეებში თურქეთში მიმდინარეობს ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესი. კონგრესში მონაწილეობს ყველა წევრი ტანვარჯიშის ეროვნული ფედერაცია. მონაწილეთა შორის არის საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციაც. ფედერაციას წარმოადგენენ პრეზიდენტი კონსტანტინე ლაშხი და ვიცე-პრეზიდენტი ბესარიონ გამსახურდია. მათ გამართეს რამდენიმე შეხვედრა და მათ შორის მნიშვნელოვანი იყო შეხვრდა ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტთან ბატონ მორინარი ვატანაბესთან.