25 სექტემბერს, 11:00 საათზე, Zoom პლატფორმის მეშვეობით, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის სახელით, გაიმართა ონლაინ პრეზენტაცია კვლევის „სპორტული ორგანიზაციების მიერ კარგი მმართველობის პრინციპების გამოყენება საქართველოში“. ზემოხსენებული კვლევა წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივას, რომელიც მხარდაჭერილია გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მიერ „მმართველობის რეფორმის ფონდის“ პროექტის ფარგლებში. კვლევა წარმოადგენს ბარომეტრს, რომელიც სრულყოფილად ასახავს სპორტული ორგანიზაციების მიერ კარგი მმართველობის გამოყენების პრაქტიკას, მათ სუსტ და ძლიერ მხარეებს, რომლის ფარგლებში შეფასდა საქართველოს 18 ეროვნული და 3 რეგიონული სპორტული ორგანიზაციის მიერ კარგი მმართველობის პრინციპების გამოყენების დონე. კვლევა ჩატარდა 2020 წლის აპრილი-ივნისში, დანიის სპორტულ სწავლებათა ინსტიტუტის (Play the Game) მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით. ინიციატივის ფარგლებში, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, ასევე ჩატარდა კარგი მმართველობის პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩოს ანალიზი. კვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, დაგეგმილია ქართულ სპორტში კარგი მმართველობის კოდექსის პროექტის შემუშავება. შეხვდრაზე სიტყვით გამოვიდნენ: მიხეილ ყაველაშვილი–სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარე, გიგი ბრეგაძე–გაეროს განვითარების პროგრამის დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი. პრეზენტაცია ჩაატარა ანატოლი კორეპანოვმა––წამყვანმა მკლევარმა. აღნიღნულ ონლაინ პრეზენტაციას დაესწრო სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციის 35–მდე წარმომადგენელი, და მათ შორის იყო ჩვენი ფედერაციის საერთაშორისო ურთიერტობათა მენეჯერი გიორგი გეგეჭკორი. პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა დისკუსია. ასევე, აღნიშნული იყო რომ ამ საკითხის გარშემო მომავალში უფრო მეტი პრეზენტაცია და ღონისძიება არის დაგეგმილი.