ნოემბერი 28, 2022

პოლონეთის XIV გრან პრიზე მონაწილე საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრებმა სპორტულ აკრობატიკაში დაასრულა ასპარეზობა ერთი ვერცხლით და ერთი ბრინჯაოთი. ბრინჯაოს მედალს დაეუფლა შერეული წყვილი: ალექსანდრე ბულაშვილი და ანანო ხელაძე. ვერცხლის მედალი აიღო გოგონათა წყვილმა: მარიამ ინაძე და თამარ წიკლაური. ხოლო, გოგონათა სამეულმა:ნატალია ამირიძემ, მონიკა კვირიკაშვილიმა და ანასტასია რამიშვილმა VI ადგილი დაიკავეს. ვულოცავთ ჩვენს აკრობატებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს!

ვრცლად »
ნოემბერი 28, 2022

პოლონეთის XIV გრან პრიზე მონაწილე საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრებმა სპორტულ აკრობატიკაში დაასრულა საკვალიფიკაციო პროგრამა. მეორე შედეგით ფინალში შევიდა და იასპარეზებს შერეული წყვილი: ალექსანდრე ბულაშვილი და ანანო ხელაძე. ასევე მესამე შედეგით ფინალში შევიდა და იასპარეზებს გოგონათა წყვილი: მარიამ ინაძე, თამარ წიკლაური. გოგონათა სამეული:ნატალია ამირიძე,მონიკა კვირიკაშვილიდა ანასტასია რამიშვილი კი VII შედეგით შევიდა ფინალში. ფინალები გაიმართება ხვალ. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენ აკრობატებს!

ვრცლად »
ნოემბერი 28, 2022

როგორც უკვე მოგახსენეთ სოფიაში მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატი ბატუტზე ხტომებში ახალგაზრდებს შორის, სადაც უკვე მოვიპოვეთ ოქროს მედალი. ამ ოქროს მედალს რამდენიმე წუთის წინ დაემატა ვერცხლის მედალი სინქრონულ ხტომებში! სინქრონულ ხტომებში ასპარეზობდნენ ანანო აფაქიძე და მარიამ რაგიმოვი. გოგოებმა შესანიშნავად იასპარეზეს როგორც საკვალიფიკაციო ეტაპზე ასევე ფინალში! ფინალში, ჩემპიონობისთვის მათ ოდნავ დააკლდათ და დაეუფლნენ ვერცხლის მედლებს! ვულოცავთ ანანოს და მარიამს და სრულიად საქართველოს ამ წარმატებას!

ვრცლად »
ნოემბერი 28, 2022

ამ დღეებში სოფია მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატს ბატუტზე ხტომებში ახალგაზრდებს შორის. ტანმოვარჯიშეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მსოფლიო ჩემპიონობისთვის სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში. ამ წუთებში მივიღეთ სასიხარულო ინფორმაცია სოფიიდან რომ ყველაზე ახალგარზრდა ჩვენი სპორტსმენი ნინო ქორიძე გახდა მსოფლიო ჩემპიონი!

ვრცლად »
ნოემბერი 28, 2022

რამდენიმე წლის წინ ევროპის ტანვარჯიშმა დაიწყო სამენტორო პროგრამა ,,ტანვარჯიში ყველასთვის,, დისციპლინის განვითარებისთვის. მენტორის პროგრამა დაეხმარება ეროვნულ ფედერაციას აღნიშნული დისციპლინის განვითრებაში. გამოცდილი პერსონალური მენტორი დაეხმარება ფედერაციებს შეიმუშაონ განვითარების სტრატეგიული გეგმა და გაუზიარებს მათ თავის გამოცდილებას! პროგრამა ასევე საშუალებას აძლევს ფედერაციებს გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება. პროგრამა მოიცავს:

ვრცლად »
ნოემბერი 14, 2022

ამ დღეებში თურქეთში მიმდინარეობს ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესი. კონგრესში მონაწილეობს ყველა წევრი ტანვარჯიშის ეროვნული ფედერაცია. მონაწილეთა შორის არის საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციაც. ფედერაციას წარმოადგენენ პრეზიდენტი კონსტანტინე ლაშხი და ვიცე-პრეზიდენტი ბესარიონ გამსახურდია. მათ გამართეს რამდენიმე შეხვედრა და მათ შორის მნიშვნელოვანი იყო შეხვრდა ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტთან ბატონ მორინარი ვატანაბესთან.

ვრცლად »
ოქტომბერი 18, 2022

ტელეკომპანია ,,ფორმულას,, ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც სხვადასხვა სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელებმა პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს ხელისუფლებას მიმართეს მოთხოვნით-კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტი ცალკე უწყებად გამოეყოს. მიმართვაში ასევე აღნიშნული იყო, რომ მათ მოთხოვნას უკვე 20-მდე სპორტული, მათ შორის, ტანვარჯიშის ფედერაციაც შეუერთდა. ხაზი გვინდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მეტიც-საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის არცერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა ამ შეხვედრას. ჩვენ დავუკავშირდით “ფორმულას “ . ვთხოვეთ, ეთერში გასული სიუჟეტის შესწორება და ჩვენი პოზიციის დაფიქსირება. ოპოზიციურმა ტელეკომპანიამ ჩვენი მოთხოვნა არ გაითვალისწინა, რამაც გამოიწვია სხვა საინფორმაციო საშუალებებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

ვრცლად »
ოქტომბერი 11, 2022

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ულოცავს დაბადების დღეს, მსოფლიო თასის 3 გზის მფლობელს ჯგუფურ ვარჯიშში, 1990 წლის ევროპის ჩემპიონტის ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორს ჯგუფურ ვარჯიშში, 1990 წლის საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულს ,საქართველოს მრავალგზის ჩემპიონს ,საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატს, 2018 წლის საქართველოს საუკეთესო მსაჯს, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯს, ევროპის ტანვარჯიშის საპატიო მსაჯს მხატვრულ ტანვარჯიშში და საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელს მხატვრულ ტანვარჯიშში --ქალბატონ ელისო ბედოშვილს. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს მის საქმიანობაში!

ვრცლად »
ოქტომბერი 10, 2022

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ულოცავ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს 33 წლის იუბილეს. გისურვებთ მრავალ წარმატებებს და გამარჯვებებს!

ვრცლად »
სექტემბერი 27, 2022

24-25 სექტემბერს, თბილისში (საქართველო), ტანვარჯიშის არენაზე, გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ტანვარჯიშში ყველასათვის ,,თბილისის ჯიმნაესტრადა”. ეს ტურნირი საქართველოს დედაქალაქში უკვე მეორედ გაიმართა. ამჯერად, წინა წელთან შედარებით უფრო მეტი გუნდი და მონაწილე იყო. ასპარეზობდა 11 გუნდი საქართველოდან და 3 აზერბაიჯანიდან, სულ ჯამში 130 ტანმოვარჯიშე. ასაკობრივი დიაპაზონი იყო 4 წლიდან 50 წლამდე. წელს საქართველოს რეგიონებიდანაც ჰყავდა გუნდები: აჭარიდან და კახეთიდან. აქ არის მონაწილე გუნდების სრული სია:

ვრცლად »
სექტემბერი 22, 2022

24-25 სექტემბერს თბილისში, დიღმის ტანვავრჯიშის არენაზე გაიმრთება საერთაშორისო ტურნირი ტანვარჯიშში ყველასათვის "თბილისის ჯიმნაესტრადა''. ეს ღონისძიება უკვე მეორედ გაიმართება საქართველოში და უფრო მასშტაბური იქნება. წელს აზერბაიჯანის 3 გუნდი (40 მონაწილე) და საქართველოს 11 გუნდი (90 მონაწულე) მიიღებენ მონაწილობას ამ ტურნირში. ზოგადად, ტანვარჯიში ყველასათვის არის დისციპლინა რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლეა ნებისმიერ ადამიანს. აქედან გამომდინარე

ვრცლად »
სექტემბერი 22, 2022

წინა კვირას, სოფიაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე მხატვრულ ტანვარჯიშში, საქართველოს ნაკრებმა გუნდმა ჯგუფურ ვარჯიშში გაირა საკვალიფიკაციო ეტაპი და მოხვდა 24 საუკეთესო გუნდს შორის ( მე-19 შედეგით ). ეს შედეგი გვაძლევს უფლებას 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შევეჯიბროთ იგივე გუნდებს პარიზი 2024-ის ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებლად. მთავარი მწვრთნელი თინათინ ნადირაშვილი , ნაკრების ქორეოგრაფი ნინო ბობოხიძე. გილოცავთ გოგოებო და გისურვებთ ლიცენზიის მოპოვებას და მომავალ გამარჯვებებს!

ვრცლად »