3-5 მაისს ბაქომ უმასპინძლა პირველ ევროპის თასს მხატვრულ ტანვარჯიშში სადაც მონაწილეობა მიიღო 37 ქვეყნის 165 ტანმოვარჯიშემ. საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის ლიდერმა ანა ხუციშვილმა წარმატებით იასპარეზა ტურნირზე და მოხვდა 16 უძლიერესს შორის. ახალი ფორმატის მეშვეობით ანნა "Cross Battle "-ში შეხვდა მსოფლიო ჩემპიონს სოფია რაფაელის სადაც წარმატებით შეასრულა რგოლით ვარჯიში . ახალგაზრხული ნაკრები გუნდის წევრი ელენე წულუკიძე რგოლით ვარჯიშში მოხვდა ფინალში სადაც მე 4 ადგილი დაიკავა და ასევე, ბარბარე ქაჯაიამ წარმატებულად იასპარეზა და ფინალში ბაფთით ვარჯიშში მე-5 ადგილი დაიკავა. ჯგუფურების ვარჯიშში ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა მრავალჭიდში დაიკავა მე-6 ადგილი და იასპარეზა ორ ფინალურ შეჯიბრში .
ვრცლად »გასულ კვირას ქალაქ ბაქომ (აზერბაიჯანი) უმასპინძლა პირველ ევროპის თასს მხატვრულ ტანვარჯიშში. სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ბ-ნი კონსტანტინე ლაშხი და ინდოეთის ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტი ბ-ნი მიტალ სუდირი. ორშაბათს ორივე პრეზიდენტმა ბაქო დატოვა და თბილისში (საქართველო) ჩამოვიდნენ. დღეს ორივე პრეზიდენტი ტანვარჯიშის არენას ესტუმრა, სადაც შეხვდნენ ტანვარჯიშის ყველა დისციპლინის ეროვნულ გუნდს. მათ ორ ფედერაციას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარების სამომავლო გეგმები განიხილეს. დასასრულს პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს რომელიც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყანაში ტანვარჯიშის განვითარებას.
ვრცლად »3-6 მაისს ქ.ბაქო უმასპინძლებს პირველ ევროპულ თასს მხატვრულ ტანვარჯიშში. ეს იქნება ახალი სახის და ფორმატის ტუნირი ევროპაში. ჩვენი ინდივიდუალური და ჯგუფური ნაკრები გუნდების წევრები იასპარეზებენ ამ ტურნირზე. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს გოგონებს
ვრცლად »მიმდინარე წლის 26-29 აპრილს თბილისმა უმასპინძლა მე-4 საერთაშორისო ტურნირს ტანვარჯიშში ყველასათვის ,,თბილისის ჯიმნაესტრადა". ტურნირში მონაწილობა მიიღო საქართველოს და აზერბაიჯანის 66 გუნდის 1000-მდე მონაწილემ. მონაწილეთა ასაკი მერყეობდა 3 წლიდან 50 წლამდე. აღნიშნული ტურნირი პირველად 2021 წელს ჩატარდა და მასში 105 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. წელს ტურნირი ჩატარდა მონაწილეთა გაათმაგებული რაოდენობით. გარდა ამისა მოიმატა საქართველოდან მონაწილე გუნდების გეოგრაფიამაც. ტურნირში პირველად მონაწილეობა მიიღეს ბოლნისის და ახალციხის გუნდებმა.
ვრცლად »იტალიის ქალაქი რიმინი მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს სპორტულ ტანვარჯიშში ვაჟებს შორის. დღეს გაიმართა იარღების ფინალები იუნიორებში. ტაიჭზე ვარჯიშში ასპარეზობდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გუნდის წევრი დაჩი დოლიძე. დაჩის ძალიან ცოტა დააკლდა მედლის მოსაპოვებლად და საბოლოოდ 14.033 ქულით მე-4 ადგილზე გავიდა. ვულოცავთ დაჩის ევროპის ჩემპიონატის ფინალში ასპარეზობას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს.
ვრცლად »იტალიის ქალაქი რიმინი მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს სპორტულ ტანვარჯიშში ვაჟებს შორის. დღეს გაიმართა იარღების ფინალები სინიორებში. ტაიჭზე ვარჯიშში ასპარეზობდა საქართველოს ნაკრები გუნდის წევრი (სინიორი) ლევან სხილაძე. მან კარგად შეასრულა თავისი ვარჯიში და 14.233 ქულით მე-6 ადგილზე გავიდა. ვულოცავთ ლევანს ევროპის ჩემპიონატის ფინალში ასპარეზობას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს.
ვრცლად »როგორც გუშინ მოგახსენეთ, იტალიის ქალაქი რიმინი მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს სპორტულ ტანვარჯიშში ვაჟებს შორის. ჩემპიონატის ფორმატი მოიცავს როგორც სინიორების ისე იუნიორების ასპარეზობას. გუშინ სინიორებში თავი გამოიჩინა ლევან სხილაძემ და ტაიჭზე ვარჯიშში ფინალში გავიდა. დღეს გაიმართა იუნიორთა ასპარეზობის საკვალიფიკაციო ეტაპი და ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები გუნდის წევრი დაჩი დოლიძე ტაიჭზე ვარჯიშში 14.100 ქულით გავიდა მეოთხე ადგილზე და მოხვდა ფინალში. ვულოცავთ დაჩის და ვუსურვებთ წარმატებულ ასპარეზობას ფინალში!
ვრცლად »იტალიის ქალაქი რიმინი მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს სპორტულ ტანვარჯიშში ვაჟებს შორის. ჩემპიონატის ფორმატი მოიცავს როგორც სინიორების ისე იუნიორების ასპარეზობას. რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ ინფორმაცია რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები გუნდის წევრი (სინიორი) ლევან სხილაძე ტაიჭზე ვარჯიშში 14.266 ქულით შევიდა ფინალში. ვულოცავთ ლევანს და ვუსურვებთ წარმატებულ ასპარეზობას ფინალში!
ვრცლად »მიმდინარე წლის 26-29 აპრილს თბილისი უმასპინძლებს მე-4 საერთაშორისო ტურნირს დისციპლინაში ტანვარჯიში ყველასათვის ,,თბილისის ჯიმნაესტრადა". ტანვარჯიში ყველასათვის არის მასობრივი სპორტის დისციპლინა. ამ დისციპლინის განვითარება საქართველოში დაიწყო 2018 წლიდან საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინასებით და ხელშეწყობით. ტანვარჯიში ყველასთვის არის როგორც პროფესიონალი ისე მოყვარული ტანმოვარჯიშეებისთვის, სპორტსმენებისთვის, მოცეკვავეებისთვის და ზოგადად ნებისმიერი ადამიანისთვის რომელსაც შეუძლია მოძრაობა მუსიკის თანხლებით რამდენიმე ტანვარჯიშის ილეთის შესრულებით. პირველი ,,თბილისის ჯიმნაესტრადა" ჩატარდა 2021 წელს და მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს
ვრცლად »მიმდინარე წლის 3-6 აპრილს, ქ. სოფიაში, გაიმართა საერთაშორიდო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში ,, Sofia Cup". ტურნირში მონაწილეობა მიიღო 38 ქვეყნის ასზე მეტმა ტავმოვარჯიშემ. წარმატებულად იასპარეზა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გუნდის წევრმა ნინო დათუნაშვილმა , რომელმაც მსაჯების მაღალი შეფასება და ფინალებში მონაწილეობის უფლება მოიპოვა რგოლით და ბაბთით ვარჯიშებში.
ვრცლად »დღეს, პორტუგალიაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ბატუტზე ხტომებში. ბოლო დღეს გაიმართა ინდივიდუალური ნახევარფინალური და ფინალური ასპრეზობა როგორც სინიორებში ისე ახალგაზრდებში. დილით, ნახევარფინსლში ასპარეზობა დაიწყეს ჩვენი ახალგაზრდული გუნდის ვაჟებმა და გოგონებმა. მათ კარგად იასპრეზეს მაგრამ სამწუხაროდ ფინალისთვის ქულები არ ეყოთ. რაც შეეხებათ სინიორებს, აქ ჩვენ გვყავდა სამი ნახევარფინალისთი: გოლოვინა, რაგიმოვი და აფაქიძე. გოლოვინამ და აფაქიძემ ძალიან კარგად გაირეს ეს ეტაპი და ფინალში მოხვდნენ სადაც საუკეთესო 6 ევროპელეს შეურთდნენ მედლებისთვის ბრძოლაში. ეს უკვე დიდი წარმატება არის როდესაც საქართველოს 2 სპორტსმენი მოხვდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში. ფინალში ანანო აფაქიძემ მე-5 ადგილი დაიკავა, ხოლო ლუბა გოლოვინამ მე-8 ადგილი. შეგახსენებთ ჩვენი ბატუტისტებისთვის ეს ძალიან წარმატებული ჩემპიონატი გამოდგა და ჩვენ 11 ყველა სინჯის მედალი მოვიპოვეთ. პირველ დღეს ახალგაზრდულმა გუნდმა გუნდური პირველი ადგილი : ნინო ქორიძე, მაია ბოჭორიძე და ანა ლაპიაშვილი. მეორე დღეს უფროსმა გოგონებმა გჯნდურ ასპარეზობაში ვიც-ჩემპიონები გახდნენ: ლუბა გოლოვინა, მარიამ რაგიმოვი ანანო აფაქიძე და თეონა ჯანჯღავა. მესამე დღეს ახალგზრდების სინქრონული წყვილის ოქროს მედლები: მაია ბოჭორიძე და ანა ლაპიაშვილი. მეოთხე დღეს უფროსი გოგონების სინქრონული წყვილის ბრინჯაოს მედლები: ანანო აფაქიძე და მარიამ რაგიმოვი. ვულოცავთ ჩვენ ბატუტზე ხტომებში სუპერ გუნდს ამ ბრწინვალე შედეგს და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს!
ვრცლად »დღეს, პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბატუტზე ხტომებში, გათამაშდა სინიორების სინქრონული ხტომების მედლები. საქართველოს წარმოადგენდნენ ამ ჩემპიონატზე გუნდური ასპარეზობის ვიცე-ჩემპიონები: მარიამ რაგიმოვი და ანანო აფაქიძე. საკვალიფიკაციო ეტაპზე ანანომ და მარიამმა 47.280 ქულით მესამე ადგილი დაიკავეს და გაინაღდეს ფინალში მონაწილეობა. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ფინალური ასპარეზობა და ჩვენი გოგონები 47.740 ქულით გახდნენ ბრინჯაოს მედლების მფლობელები, სულ ცოტათი ჩამორჩნენ მეორე ადგილზე გასულ ფრანგებს, ხოლლ პირველი ადგილი დაიკავა დიდი ბრიტანეთის სინქრონულმა წყვილმა. ხვალ, ჩემპიონატზე იქნება დასკვნითი დღე და ჯერ გაიმართება ნახევარფინალები სადაც ჩვენი რვა ბატუტზე მხტომელი იასპრეზებს როგორც დიდებში ისე ახალგაზრდებში და შემდეგ საუკეთესო 8 თითო კატეგორიიდან მოხვდება ფინალში. ვულოცავთ, ანანოს და მარიამს დღევანდელ წარმატებას, ასევე მათ პირად მწვრთნელებს, ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელს ბატონ ზაქარია სულაშვილს, ქალბატონ რუსუდან ხოფერიას და სრულიად საქართველოს ამ წარმატებას!
ვრცლად »











