გასულ კვირას ქალაქ ბაქომ (აზერბაიჯანი) უმასპინძლა პირველ ევროპის თასს მხატვრულ ტანვარჯიშში. სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ბ-ნი კონსტანტინე ლაშხი და ინდოეთის ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტი ბ-ნი მიტალ სუდირი. ორშაბათს ორივე პრეზიდენტმა ბაქო დატოვა და თბილისში (საქართველო) ჩამოვიდნენ. დღეს ორივე პრეზიდენტი ტანვარჯიშის არენას ესტუმრა, სადაც შეხვდნენ ტანვარჯიშის ყველა დისციპლინის ეროვნულ გუნდს. მათ ორ ფედერაციას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარების სამომავლო გეგმები განიხილეს. დასასრულს პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს რომელიც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყანაში ტანვარჯიშის განვითარებას.