მაისი 21, 2025

დასრულდა საგარეჯოს ნელი სალაძის მხატვრული ტანვარჯიშის ტურნირი “Sagarejo cup-2025”, სადაც მონაწილეობას იღებდა 170-მდე ტანმოვარჯიშე. ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ: ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ონის, თბილისის, რუსთავის, თელავის და საგარეჯოს გუნდები. სტუმრებს შორის საპატიო ადგილი ეკავათ ჩვენი მუნიციპალიტეტის მერს, საკრებულოს თავჯდომარეს, საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა პრეზიდენტს და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს. ააიპ საგარეჯოს სპორტული გაერთიანების ტანმოვარჯიშეებს საკმაოდ წარმატებული გამოსვლა ჰქონდათ. საგარეჯოს და თელავის გუნდებმა ასევე წარმოადგინეს საჩვენებელი ნომრები. მადლობას ვუხდით სტუმრებს მობრძანებისთვის და დაფასებისთვის, ჩვენი რაიონის ხელმძღავანელობა, ტანმოვარჯიშეებს, რომლებმაც ასეთი ლამაზი დღე გვაჩუქეს, მათ მწვრთნელებს, მსაჯებს, მშობლებს, ჩვენს მწვრთნელს, ქალბატონ მედეა ვეკუა-ს, ასევე სპორტული კოლექტივს დახმარებისთვის და გვერდში დგომისთვის. ორგანიზატორი: ნელი სალაძის აკადემია , მედეა ვეკუა

ვრცლად »
მაისი 21, 2025

მიმდინარე წლის 16-19 მაისს თბილისმა უმასპინძლა საქართველოს ჩემპიონატს სპორტულ ტანვარჯიშში.

საპრიზო ადგილები განაწილდა შემდეგნაირად:

--ვაჟები-- სპორტის ოსტატები:

1 ლევან სხილაძე 2 საბა აბესაძე 3 იოანე ჯიმშელეიშვილი

სპორტის ოსტატობის კანდიდადტები: 1 ანდრეა ქელეხსაშვილი 2 დათო თხელიძე 3 ილია ბიძიშვილი

დიდების III თანრიგი: 1 დემეტრე დიასამიძე 2 დავით დიასამიძე 3 ტიმოთე ვანიძე

ბიჭების მოზარდთა II თანრიგი: 1 დანიელი ტყემალაძე 2 ილია ბარათაშვილი 3 გიორგი ჩილინდრიშვილი

ბიჭების მოზარდთა I თანრიგი: 1 ანდრია გურგენიძე 2 ქიანი ზარერაფიე I 3 ვიქტორ სერიაკოვი

პატარების I თანრიგი: 1 ავთანდილ ხინკლაძე 2 ალექს დავითაძე 3 ნიკოლოზ გოჩიტიძე


--გოგონები-- სინიორები:

1 ანი გობაძე 2 თამარ ქათამაძე 3 სოფიკო მახარაძე

იუნიორები: 1 ლიზი გვალია 2 თეკლა სირაძე

პრე-იუნიორები: 1 ემილი ჩხოტუა 2 ნია ბაკურაძე 3 ევა ჭაჭუა

მოზარდთა I თანრიგი: 1 თეკლა კოხოძე 2 ანასტასია ჩანგელია 3 ელენე კვანტალიანი

დიდების II თანრიგი: 1 ლილე ირემაძე 2 ანი ჩაგიევი 3 ანასტასია მასურაშვილი

დიდების I თანრიგი: 1 ნატალი შუკაკიძე 2 ანა მიხანაშვილი 3 ესენია კრომსკაია

 

ვულოცავთ ყველას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს!

ვრცლად »
მაისი 20, 2025

დუბაიში, დასრულდა სამდღიანი საერთაშორისი ტურნირი UAE GYMNASTIKA SOLO CUP JUNIOR 2025. სპორტულ კომპლექსში Al Raya Girl's School გაიმართა შეჯიბრი 30 ქვეყნის ტანმოვარჯიშეებს შორის. უძლიერესი კონკურენციის პირობებში ვ.კუზმიდის ტანვარჯიშის სკოლის გოგონებმა მოიპოვეს პრესტიჟული ჯილდოები:

ანნა კუზმიდი II, II.

ანა გოგელია II.

მარიამ ოთიაშვილი I, II, III.

სესილი ნაზღაიძე II.

ბარბარა ბებუა II. 

ნატალი კაზარიანი III.

 ლიზი ლალიაშვილი I.

მარია ირანი I.

 მარიამ ქურდაძე II.

საერთაშორისო მსაჯთა კომისიაში საქართველოს წარადგენდა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ვალენტინა კუზმიდი.

ვრცლად »
მაისი 14, 2025

10-11 მაისს თბილისში, საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამ საქართველოს სპორტის სამინისტროს დახმარებით და ხელშეწყობით, ტანვარჯიშის არენაზე, უმასპინძლა მე-5 საერთაშორისო ტურნირს ტანვარჯიშში ყველასათვის ,,თბილისის ჯიმნაესტრადა". წელს, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 3 ქვეყნის: საქართველო, აზერბაიჯანი და ლიეტუვის 1200-მდე მონაწილილემ. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი იყო წარმოდგენილი ერთი გუნდით მაინც. მონაწილეობა მიიღეს როგორც ტანვარჯიშის ასევე სხვადსსხვა ცეკვის, ბალეტის, ფიტნესის და ზუმბას ჯგუფებმა. უკვე ტრადიციულად ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო გუნდმა შშპ-პირებით. წელს ტურნირს თანადგონა გაუწია სპორტის ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა. პირველად ,,თბილისი ჯიმნაესტრადის,, ისტორიაში გაიმართა პირდაპირი ლაივ სტრიმი ტანვარჯიშის ფედერაციის ფეისბუქ გვერდიდან. ტანვარჯიში ყველასათვის დისციპლინის პრინიციპიდან გამომდინარე ყველა გუნდის მონაწილეები დაჯილდოვდნენ საპატიო მედლებით და სერტიფიკატებით. აზერბაიჯანის დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა ევროპის ტანვარჯიშის ფედერაციის ტანვარჯიში ყველასათვის ტექნიკური კომიტეტის წევრი ბატონი რუსლან ეივაზოვი და ლიეტუვის გუნდთან ერთად ტანვარჯიში ყველასათვის ექსპერტი ქალბატონი ლინა ბუდრიენე. ორივემ მაღალი შეფასება მისცეს ტურნირის ორგანიზებას და ჩატარებას.


ვრცლად »
აპრილი 7, 2025

რამდენიმე დღის წინ, ქალაქ ბაქოში, ჩატარებულ ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის მუერ ლიცენზირებულ ტერნირი მხატვრულ ტანვარჯიშში " AGF TROPHY 2025 " * ახალგაზრდებს შორის გუნდური ბრინჯაოს მედლები ნიტა ჯამაგიძე და ელენე ბაქრაძემ მოიპოვეს.

ფინალები ახალგაზრდებს შორის ნიტა ჯამაგიძე:

ოქროს მედალი -რგოლით ვარჯიში და ვერცხლის მედალი - ბურთით ვარჯიშში.

ახალგაზრდებს შორის ფინალი ელენე ბაქრაძე:

მე-2 ადგილი ბაფთით ვარჯიშში.

ახალგაზრდებს შორის ჯგუფური ვარჯიშის დისციპლინაში მე-2 ადგილი მრავალჭიდში

პირველი ადგილი 5 წყვილი გურზებით ვარჯიშში

მე-3 ადგილი 5 რგოლით ვარჯიშში.

სენიორებს შორის ჯგუფური ვარჯიშის პროგრამით: 

პირველი ადგილი (3 ბურთი და 2 რგოლით ვარჯიშში).

ასევე სენიორთა შორის ფინალში ასპარეზობდნენ:

ნინო კვანტალიანი (ბურთით ვარჯიში) და ლიზა კორძაძე (რგოლით ვარჯიშში), დაიკავეს მე 6 ადგილები 8 უძლირიესთა შორის.

ვულოცავთ, ჩვენს გუნდს ამ წარმატებებს და ვდლით მათ მომავალ გამარჯვებებს!

ვრცლად »
აპრილი 2, 2025

ქალაქი ბაქო (აზერბაიჯანი) მასპინძლობს ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის ტანვარჯიში ყველასთვის კოლოკვიუმს. ტანვარჯიში ყველასათვის დისციპლინის ლიდერები მთელი მსოფლიოდან განიხილავენ ამ დისციპლინის განვითარებისა და პოპულარიზაციის სამომავლო გეგმებს. წელს კოლოკვიუმმა მიიღო იუნესკოს მფარველობა. 42 მონაწილე ქვეყანას შორის საქართველოს წარმოდგენს ბატონი გიორგი გეგეჭკორი - ტანვარჯიში ყველასთვის დისციპლინის ხელმძღვანელი საქართველოში.

ვრცლად »
აპრილი 2, 2025

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის სახელით მსურს 60 წლის იუბილე მივულოცო საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს სპორტულ აკრობატიკაში, საქართველოს სპორტის დამსახურებულ მოღვაწეს, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯს, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატს, საქართველოს ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელს სპორტულ აკრობატიკაში, სპორტის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორს ქალბატონ ნინო ბერიანიძეს! ქალბატონო ნინო, გისურვებთ, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, დღეგრძელობას და ყველაფერ საუკეთესოს თქვენს საქმიანობაში!

კეთილი სურვილებით,

პრეზიდენტი: კონსტანტინე ლაშხი

ვრცლად »
მარტი 31, 2025

21-23 მარტს საბერძნეთში ქალაქ ათენში გაიმართა რიგით მე-10 საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში ,,Aphrodite Cup ‘’. ტურნირში მონაწილეობა მიიღო 27 ქვეყანამ, 310 მონაწილემ, მათ შორის 3 იუინიორი და 3 სენიორი ტანმოვარჯიშე საქართველოდან, ასევე ახალგაზრდული ჯგუფური ნაკრები. დიდი კონკურენციის მიუხედავა მათ მოიპოვეს სამ ფინალში მონაწილეობის უფლება: -ნიტა ჯამაგიძე - რგოლით ვარჯიში და ჯგუფური ვარჯიში 5 რგოლი და 5 გურზა ( ლიზა გზირიშვილი, მარიამ ბერიაშვილი, ანამარია ლაშხი, ლიზა ადეიშვილი, რუსუდან ქურდევანიძე, ბარბარე ნიგურიანი ). წარნატებულ მომავალ გამოსვლებს ვუსურვებთ ჩვენს ტანმოვარჯიშეებს.

ვრცლად »
მარტი 31, 2025

რამდენიმე დღის წინ ესტონეთის დედაქალაქმა, ტალინმა, უმასპინძლა ევროპის ტანვარჯიშის მხატვრული ტანვატჯიშის ტექნიკურ კომიტეტს. კომიტეტმა განიხილა სხვადასხვა მიმდინარე საკითხები. ერთერთ საკითხად იყო კომიტეტის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრლებლის არჩევა. პირველად საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ისტორიაში ჩვენი ფედერაციის წევრი ქალბატონი ელისო ბედოშვილი აირჩიეს ევროპის ფედერაციის ტექნიკური კომიტეტის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად. ეს ძალიან დიდი წარმატებაა როგორც ქალბატონ ელისოსთვის ასევე ჩვენი ფედერაციისთვის. ქალბატონი ელისო გახლავთ ჯგუფურ ვარჯიშში მსოფლიოს თასის სამგზის მფლობელი. მას ევროპის ჩემპიონატის სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული. არის საქართველოს მხატვრული ტანვარჯიშის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. მან იმსაჯა ტოკიოსა და პარიზის ოლიმპიადებზე. 2018 წელს სპორტის სამინისტრომ ელისო ბედოშვილი წლის საუკეთესო მსაჯად დაასახელა. ვულოცავთ ქალბატონ ელისოს ამ წარმატებას და ვუსურვებთ ნაყოფიერ საქმიანობას.

ვრცლად »
მარტი 27, 2025

21 მარტს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის ხელმძღვანელობით გაიმართა სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, სადაც განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. დამტკიცდა სეოკ-ის 2025 წლის ბიუჯეტი. ასევე, დამტკიცდა სეოკ-ის კომისიების შემადგენლობა. სეოკ-ის 4 კომისიაში დაამტკიცეს საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის წევრები.

ეთიკის კომისიაში ქალბატონი რუსუდან სიხარულიძე.კომისიის შემადგდნლობა:

ნონა გაფრინდაშვილი (თავმჯდომარე)

ვლადიმერ ნუცუბიძე

თენგიზ გაჩეჩილაძე

არჩილ გოგელია

ვეტერანებთან მუშაობისა და სპორტსმენთა პოსტკარიერული ადაპტირების ხელშემწყობ კომისიაში

ვრცლად »
მარტი 18, 2025

გერმანიის ქალაქ ფელბაჰ - შმიდენში ჩატარდა საერთაშორისო ფედერაციის მიერ აღიარებული ტურნირი , სადაც მონაწილეობდნენ 16 ქვეყნის წამყვანი ტანმოვარჯიშეები , მათ შორის პარიზის 2024 ოლიმპიური ჩემპიონი დარია ვარფოლომეევი . ჩვენ ნაკრებს წარმოადგენდნენ მარიამ ქაჯაია , ნინო კვანტალიანი , ბარბარე ქაჯაია , მილა შავლაძე , ნინო დათუნაშვილი და ნინო ბატატუნაშვილი . დიდი წარმატებაა ის რომ ასეთ ძლიერ ტურნირზე ჩვენი ორი ტანმოვარჯიშე მოხვდა 8 უძლიერთა შორის ფინალში : რგოლით ვარჯიშში ნინო დათუნაშვილი , რომელმაც წარმატებულად იასპარეზა და მე - 6 ადგილი დაიკავა. ბაფთით ვარჯიშში კი მილა შავლაძემ წარმატებებას მიაღწია და მოიგო ბრინჯაოს მედალი. ეს მისი დებიუტი იყო იუნიორთა კატეგორიაში. ყველას ვულოცავთ ამ წარმატებებს და იმედი გვაქვს მეტ შედეგს მივაღწევენ მომავალში!

ვრცლად »
მარტი 11, 2025

6-10 მარტს აზერბაიჯანის დედაქლაქმა უმასპინხლა მსოფლიო თასს სპორტულ ტანვატჯიშში, სადაც საქართველოდან წარმოდგენილი იყო ერთი გოგონა : ანი გობაძე) და ორი ვაჟი: იოანე ჯიმშელეიშვილი და ლევან სხილაძე. საკვალიფიკაციო შეჯიბრზე ანი გობაძემ წარმატებულად იასპარეზა ,მაგრამ სამწუხაროდ ვერ შეძლო ფინალში მოხვედრა, ხოლო ვაჟებმა წარმატებული გამოსვლის შედეგად მოიპოვეს ფინალში მონაწილეობის უფლება. იოანე ჯიმშელეიშვილმა ორძელზე და ღერძზე ვარჯიშში, ხოლო ლევან სხილაძემ ორძელზე, რგოლებსა და ტაიჭზე ვარჯიშში იასპარეზეს ფინალში. სამწუხაროდ იოანემ და ლევანიმ ფინალში ვერ შეძლეს საპრიზო ადგილის დაკავება, მაგრამ ეს შედეგი საქართველოს ტანვარჯიშისთვის დიდი წარმატებაა. ვულოცავთ ჩვენს სპორტსმენებს და ბევრ წარმატებებს ვუსურვებთ.

ვრცლად »