ქალბატონი ელისო ბედოშვილი აირჩიეს ევროპის ფედერაციის ტექნიკური კომიტეტის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად

რამდენიმე დღის წინ ესტონეთის დედაქალაქმა, ტალინმა, უმასპინძლა ევროპის ტანვარჯიშის მხატვრული ტანვატჯიშის ტექნიკურ კომიტეტს. კომიტეტმა განიხილა სხვადასხვა მიმდინარე საკითხები. ერთერთ საკითხად იყო კომიტეტის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრლებლის არჩევა. პირველად საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ისტორიაში ჩვენი ფედერაციის წევრი ქალბატონი ელისო ბედოშვილი აირჩიეს ევროპის ფედერაციის ტექნიკური კომიტეტის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად. ეს ძალიან დიდი წარმატებაა როგორც ქალბატონ ელისოსთვის ასევე ჩვენი ფედერაციისთვის. ქალბატონი ელისო გახლავთ ჯგუფურ ვარჯიშში მსოფლიოს თასის სამგზის მფლობელი. მას ევროპის ჩემპიონატის სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული. არის საქართველოს მხატვრული ტანვარჯიშის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. მან იმსაჯა ტოკიოსა და პარიზის ოლიმპიადებზე. 2018 წელს სპორტის სამინისტრომ ელისო ბედოშვილი წლის საუკეთესო მსაჯად დაასახელა. ვულოცავთ ქალბატონ ელისოს ამ წარმატებას და ვუსურვებთ ნაყოფიერ საქმიანობას.