ანანო აფაქიძემ და სოფიო დაშნიანმა ტოკიოში მსოფლიო ჩემპიონატზე ბატუტზე სინქრონულ ხტომებში ახალგაზრდებს შორის ფინალში გავიდნენ და მე-5 ადგილი დაიკავეს. ეს კარგი შედეგია ჩვენი გოგონებისთვის რადგან მათ მსოფლიო 40 საუკეთესო სინქრონულ წყვილს შორის მე-5 ადგილი დაიკავეს. ხვალ, ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში გამოვლენ მაია ბოჭორიძე და ანა ლაპიაშვილი. შეგახსენებთ რომ ანა და მაია ამ ჩემპიონატზე უკვე გახდნენ ჩემპიონები ახალგაზრდებს შორის ბატუტზე სინქრონულ ხტომებში.