
10-11 მაისს თბილისში, საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამ საქართველოს სპორტის სამინისტროს დახმარებით და ხელშეწყობით, ტანვარჯიშის არენაზე, უმასპინძლა მე-5 საერთაშორისო ტურნირს ტანვარჯიშში ყველასათვის ,,თბილისის ჯიმნაესტრადა". წელს, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 3 ქვეყნის: საქართველო, აზერბაიჯანი და ლიეტუვის 1200-მდე მონაწილილემ. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი იყო წარმოდგენილი ერთი გუნდით მაინც. მონაწილეობა მიიღეს როგორც ტანვარჯიშის ასევე სხვადსსხვა ცეკვის, ბალეტის, ფიტნესის და ზუმბას ჯგუფებმა. უკვე ტრადიციულად ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო გუნდმა შშპ-პირებით. წელს ტურნირს თანადგონა გაუწია სპორტის ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა. პირველად ,,თბილისი ჯიმნაესტრადის,, ისტორიაში გაიმართა პირდაპირი ლაივ სტრიმი ტანვარჯიშის ფედერაციის ფეისბუქ გვერდიდან. ტანვარჯიში ყველასათვის დისციპლინის პრინიციპიდან გამომდინარე ყველა გუნდის მონაწილეები დაჯილდოვდნენ საპატიო მედლებით და სერტიფიკატებით. აზერბაიჯანის დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა ევროპის ტანვარჯიშის ფედერაციის ტანვარჯიში ყველასათვის ტექნიკური კომიტეტის წევრი ბატონი რუსლან ეივაზოვი და ლიეტუვის გუნდთან ერთად ტანვარჯიში ყველასათვის ექსპერტი ქალბატონი ლინა ბუდრიენე. ორივემ მაღალი შეფასება მისცეს ტურნირის ორგანიზებას და ჩატარებას.