საგარეჯოს ნელი სალაძის მხატვრული ტანვარჯიშის ტურნირი “Sagarejo cup-2025”

დასრულდა საგარეჯოს ნელი სალაძის მხატვრული ტანვარჯიშის ტურნირი “Sagarejo cup-2025”, სადაც მონაწილეობას იღებდა 170-მდე ტანმოვარჯიშე. ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ: ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ონის, თბილისის, რუსთავის, თელავის და საგარეჯოს გუნდები. სტუმრებს შორის საპატიო ადგილი ეკავათ ჩვენი მუნიციპალიტეტის მერს, საკრებულოს თავჯდომარეს, საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა პრეზიდენტს და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს. ააიპ საგარეჯოს სპორტული გაერთიანების ტანმოვარჯიშეებს საკმაოდ წარმატებული გამოსვლა ჰქონდათ. საგარეჯოს და თელავის გუნდებმა ასევე წარმოადგინეს საჩვენებელი ნომრები. მადლობას ვუხდით სტუმრებს მობრძანებისთვის და დაფასებისთვის, ჩვენი რაიონის ხელმძღავანელობა, ტანმოვარჯიშეებს, რომლებმაც ასეთი ლამაზი დღე გვაჩუქეს, მათ მწვრთნელებს, მსაჯებს, მშობლებს, ჩვენს მწვრთნელს, ქალბატონ მედეა ვეკუა-ს, ასევე სპორტული კოლექტივს დახმარებისთვის და გვერდში დგომისთვის. ორგანიზატორი: ნელი სალაძის აკადემია , მედეა ვეკუა