საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია 70 წლის იუბილეს ულოცავს ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ კონსტანტინე ლაშხს! ბატონო კონსტანტინე, გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთლდღეობას, ბედნიერებას და წარმატებებს თქვენს საქმიანობაში!
ვრცლად »ორი დღის განმავლობაში, თბილისის ოლიმპიური სპორტ-ქალაქი, მხატვრული ტანვარჯიშის ცენტრად იქცა! 8 და 9 ივნისს დიღმის ტანვარჯიშის არენაზე გაიმართა საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში “ტანვარჯიშის მარათონი 2024”. საქართველოს ტანმოვარჯიშეებთან ერთად ფიცარნაგზე გამოვიდნენ ტანმოვარჯიშეები: ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, სომხეთიდან, ფილიპინებიდან და ურკრაინიდან. ტურნირის პირველ ნაწილში დებიუტანტები წარსდგნენ, ხოლო მეორე ნაწილში
ვრცლად »მიმდინარე წლის 24 მაისს საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამ თბილისში ფრანგულ სკოლაში ჩაატარე მასტერკლასი მხატვრულ და სპორტულ ტანვარჯიშში. მასტერკლასი ჩატარდა პირველი კლასის მოსწავლეებთან. მასტერკლასი ჩაატარეს საქართველოს ნაკრები გუნდის მწვრთნელმა მხატვრულ ტანვარჯიშში მერიემ ჯანტეზმა და მისმა ტანმოვარჯიშეებმა, და ასევე, სპორტულ ტანვარჯიშში ეროვნული გუნდის წევრებმა იოანე ჯიმშელეიშვილმა და ლევან სხილაძემ.
ვრცლად »მიმდინარე წლის 1 ივნისს ტანვარჯიშის ოლიმპიურ არენაზე ჩატარდა ბავშთა დღისადმი მიძღვნილი ტანვარჯიშის ღია პირველობა ,,Star Kids", რომელსაც ორგანიზაცია გაუწია სპორტკლუბ ,,Benita"-ს ხელმძღვანელმა ბელა კობალაძემ. ტურნირში მონაწილეობა მიიღო ტანვარჯიშის 12-მა სპორტკლუბმა, როგორც ჯგუფურ ისე ინდივიდუალურ ვარჯიშებში. ტურნირს დაესწრო საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კონსტანტინე ლაშხი რომელმაც ბავშვდლებს მიულოცა 1 ივნისი და უსურვა წარმატებები.
ვრცლად »მიმდინარე წლის 1-2 ინვისს ქ.ბაქოში გაიმართა მეორე საერთაშორისო ტურნირი ტანვარჯიშში ყველასათვის. მონაწილეობა მიიღო 4 ქვეყნის: საქართველოს, აზერბაიჯანის, სიერა ლეონეს, და მონღოლეთის 60 გუნდმა. შარშან, პირველ ტურნირზე, საქართველოს ჰყავდა 1 გუნდი, წელს ჩვენ წარვსდექით 4 გუნდით: Acro Family, Dio Dance Seniors, Dio Dance Juniors, Dio Dance Pre-Juniors. საქართველოს 4-ივე გუნდმა მშვენივრად იასპარეზეს და დაეუფლნენ ოქროს მედლებს. გარდა ამისა, რუსთავის გუნდმა ,,Acro Family,, ვარჯიშის უზადოდ შესრულებისთვის მიიღო სპეციალური თასი რომელიც მათ გადასცა აზერბაიჯანის ახალგაზრდობის და სპორტის მინისტრმა ბატონმა ფარიდ გაიბოვმა და მისმა მოადგილემ ქალბატონმა მარიანა ვასილევამ. ასევე, ტურნირის ფარგლებში
ვრცლად »ამ დღეებში , პოლონეთის ქ. რზეშოვი მასპინძლობდა საერთაშორისო ტურნირს სპორტულ აკრობატიკაში ,,Acro cup 2024". ტურნირზე, წარმატებით იასპარეზა ჩვენმა შერეულმა წყვილმა: ლიზი გაგნიძემ და გიორგი ნაკაშიძემ. მათ ფინალში ბოლომდე იბრძოლეს და ვერცხლის მედალებს დაეუფლნენ. ვულოცავთ ლიზის, გიორგის და მწვრთნელთა კოლექტივს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯცებებს!
ვრცლად »დღეს და ხვალ ქალაქი ბაქო (აზერბაიჯანი) მასპინძლობს ბაქოს მე-2 საერთაშორისო ტურნირს დისციპლინაში ტანვარჯიში ყვეკასათვის. 60 გუნდი აზერბაიჯანიდან, სიერა ლეონედან, მონღოლეთიდან და საქართველოდან მიიღებს მონაწილეობას ამ შესანიშნავ ღონისძიებაში. საქართველო წარმოდგენილი იქნება 4 გუნდით: ACRO FAMILY DIO Dance Seniors DIO DANCE JUNIORS DIO DANCE PRE-JUNIORS. წარმატებები ყველას!
ვრცლად »ამ დღეებში უნგრეთის დედაქალაქი, ბუდაპეშტი, მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს მხატვრულ ტანვარჯიშში. ევროპის უძლიერესი სინიორი და იუნიორი ტანმოვარჯიშეები და ასევე ჯგუფურები გაარკევენ ევროპის ჩემპიონის და პრიზიორების ვინაობას. გუშინწინ ასპარეზობაში ჩაებნენ იუნიორი ტანმოვარჯიშეები. საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს წარმოდგენდნენ ახალგაზრდული ნაკრები გუნდის წევერები: ბარბარე ქაჯაია (ბაფთით ვარჯიში), ელენე წულუკიძე (რგოლით ვარჯიში), ლიზა კორძაძე (გურზებით ვარჯიში) და ნინო დათუნაშვილი (ბურთით ვარჯიში). ამ ოთხეულიდან ბარბარე ქაჯაიმა მოიპოვა ფინალში ასპარეზობის უფლება. მან 28.600 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილით მოხვდა ფინალში. გუშინ გაიმართა ფინალები ოთხივე საგანში
ვრცლად »11-12 მაისს საგარეჯოში ჩატარდა საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის წევრი კლუბის ,,ნელი სალაძის აკადემიის" ფილიალის ტურნირი ,,საგარეჯოს თასი”. შეჯიბრების ჩატარების ორგანიზატორია ააიპ საგარეჯოს სპორტული გაერთიანება და ქალბატონი მედეა ვეკუა. ტურნირში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა ტანმოვარჯიშეემ საქართველოს სხვადასხვს ქალაქიდან: ზუგდიდიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან, რუსთავიდან, თელავიდან, საგარეჯოდან და თბილისიდან. მონაწილეები დაჯილდოვდნენ სიგელებით, შესაბამისი ხარისხის მედლებით და სამახსოვრო საჩუქრებით. ყველა კლუბი დაჯილდოვდა თასებით.
ვრცლად »3-5 მაისს ბაქომ უმასპინძლა პირველ ევროპის თასს მხატვრულ ტანვარჯიშში სადაც მონაწილეობა მიიღო 37 ქვეყნის 165 ტანმოვარჯიშემ. საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის ლიდერმა ანა ხუციშვილმა წარმატებით იასპარეზა ტურნირზე და მოხვდა 16 უძლიერესს შორის. ახალი ფორმატის მეშვეობით ანნა "Cross Battle "-ში შეხვდა მსოფლიო ჩემპიონს სოფია რაფაელის სადაც წარმატებით შეასრულა რგოლით ვარჯიში . ახალგაზრხული ნაკრები გუნდის წევრი ელენე წულუკიძე რგოლით ვარჯიშში მოხვდა ფინალში სადაც მე 4 ადგილი დაიკავა და ასევე, ბარბარე ქაჯაიამ წარმატებულად იასპარეზა და ფინალში ბაფთით ვარჯიშში მე-5 ადგილი დაიკავა. ჯგუფურების ვარჯიშში ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა მრავალჭიდში დაიკავა მე-6 ადგილი და იასპარეზა ორ ფინალურ შეჯიბრში .
ვრცლად »გასულ კვირას ქალაქ ბაქომ (აზერბაიჯანი) უმასპინძლა პირველ ევროპის თასს მხატვრულ ტანვარჯიშში. სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ბ-ნი კონსტანტინე ლაშხი და ინდოეთის ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტი ბ-ნი მიტალ სუდირი. ორშაბათს ორივე პრეზიდენტმა ბაქო დატოვა და თბილისში (საქართველო) ჩამოვიდნენ. დღეს ორივე პრეზიდენტი ტანვარჯიშის არენას ესტუმრა, სადაც შეხვდნენ ტანვარჯიშის ყველა დისციპლინის ეროვნულ გუნდს. მათ ორ ფედერაციას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარების სამომავლო გეგმები განიხილეს. დასასრულს პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს რომელიც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყანაში ტანვარჯიშის განვითარებას.
ვრცლად »