პირველი ივნისის ტურნირი

მიმდინარე წლის 1 ივნისს ტანვარჯიშის ოლიმპიურ არენაზე ჩატარდა ბავშთა დღისადმი მიძღვნილი ტანვარჯიშის ღია პირველობა ,,Star Kids", რომელსაც ორგანიზაცია გაუწია სპორტკლუბ ,,Benita"-ს ხელმძღვანელმა ბელა კობალაძემ. ტურნირში მონაწილეობა მიიღო ტანვარჯიშის 12-მა სპორტკლუბმა, როგორც ჯგუფურ ისე ინდივიდუალურ ვარჯიშებში. ტურნირს დაესწრო საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კონსტანტინე ლაშხი რომელმაც ბავშვდლებს მიულოცა 1 ივნისი და უსურვა წარმატებები.