მიმდინარე წლის 24 მაისს საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამ თბილისში ფრანგულ სკოლაში ჩაატარე მასტერკლასი მხატვრულ და სპორტულ ტანვარჯიშში. მასტერკლასი ჩატარდა პირველი კლასის მოსწავლეებთან. მასტერკლასი ჩაატარეს საქართველოს ნაკრები გუნდის მწვრთნელმა მხატვრულ ტანვარჯიშში მერიემ ჯანტეზმა და მისმა ტანმოვარჯიშეებმა, და ასევე, სპორტულ ტანვარჯიშში ეროვნული გუნდის წევრებმა იოანე ჯიმშელეიშვილმა და ლევან სხილაძემ.