დღეს ევროპის ტანვარჯიშმა გამართა ვირტუალური გენერალური ასამბელა. ასამბლეაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის ტანვარჯიშის ხელმძღვანელმა პირებმა და წევრმა ფედერაციაებმა. მონაწილეთა შორის იყო ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი კონსტანტინე ლაშხი. ასამბლეამ მიიღო რამდენიმე გადაწვეტილება : 1) პოლონეთის ტანვარჯიშის ფედერციას დროებით შეუჩერდა წევრებო, ფინანსური პრობელმების გამო. 2) გადაწყდა რომ ევროპის ტანვარჯიშის 29-ე კონგრესი, გენერალური ასამბლეის არჩევნების ჩათვლით, გადაიდოს 2022 წლისთვის და ამით ასევე დაუდასტურდა ევროპის ტანვარჯიშის ხელმძღვანელობის სამუშაო ვადების განსხვავებული ვადებით უფლებამოსილებაც. 3) ევროპის ტანვარჯიშის 29-ე კონგრესი გაიმართოს გენერალურ ასამბლეასთან ერთად 2022 წლის 2-3 დეკემბერს.