საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია 70 წლის იუბილეს ულოცავს ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ კონსტანტინე ლაშხს! ბატონო კონსტანტინე, გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთლდღეობას, ბედნიერებას და წარმატებებს თქვენს საქმიანობაში!

დღეს, ევროპის ზაფხულის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გაიმართა საკვალიფიკაციო ეტაპუ სპორტულ ტანვარჯიშში ვაჟებს შორის. საქართველოს წარმოადგენდა ჩვენი ეროვნული ახალგაზრდული გუნდის წევრი დაჩი დოლიძე (მწვრთნელი: ილია ვაშაკიძე). დაჩიმ მშვენივრად შეასრულა ტაიჭზე ვარჯიში და მოხვდა ფინალში. ხვალ იასპარეზებენ გოგონები სადაც გამოვა ჩვენი თინიკო ტყემალაძე. ვულოცავთ დაჩის ფინალში გასვლას, ვუსურვებთ წარმატებულ ფინალს და ასევე ვუსურვებთ წარმატებულ ასპარეზობას თინიკოს!