11-12 მაისს საგარეჯოში ჩატარდა საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის წევრი კლუბის ,,ნელი სალაძის აკადემიის" ფილიალის ტურნირი ,,საგარეჯოს თასი”. შეჯიბრების ჩატარების ორგანიზატორია ააიპ საგარეჯოს სპორტული გაერთიანება და ქალბატონი მედეა ვეკუა. ტურნირში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა ტანმოვარჯიშეემ საქართველოს სხვადასხვს ქალაქიდან: ზუგდიდიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან, რუსთავიდან, თელავიდან, საგარეჯოდან და თბილისიდან. მონაწილეები დაჯილდოვდნენ სიგელებით, შესაბამისი ხარისხის მედლებით და სამახსოვრო საჩუქრებით. ყველა კლუბი დაჯილდოვდა თასებით.