
დღეს თბილისში დაიწყება სემინარი "ტანვარჯიში ყველასთვის". სემინარი ტარდება საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის მიერ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით. აღნიშნულ სემინარს დაესწრება 60-მდე მწვრთნელი თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან.