იტალიის ქალაქი რიმინი მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს სპორტულ ტანვარჯიშში ვაჟებს შორის. დღეს გაიმართა იარღების ფინალები იუნიორებში. ტაიჭზე ვარჯიშში ასპარეზობდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გუნდის წევრი დაჩი დოლიძე. დაჩის ძალიან ცოტა დააკლდა მედლის მოსაპოვებლად და საბოლოოდ 14.033 ქულით მე-4 ადგილზე გავიდა. ვულოცავთ დაჩის ევროპის ჩემპიონატის ფინალში ასპარეზობას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს.