ამ დღეებში უნგრეთის დედაქალაქი, ბუდაპეშტი, მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს მხატვრულ ტანვარჯიშში. ევროპის უძლიერესი სინიორი და იუნიორი ტანმოვარჯიშეები და ასევე ჯგუფურები გაარკევენ ევროპის ჩემპიონის და პრიზიორების ვინაობას. გუშინწინ ასპარეზობაში ჩაებნენ იუნიორი ტანმოვარჯიშეები. საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს წარმოდგენდნენ ახალგაზრდული ნაკრები გუნდის წევერები: ბარბარე ქაჯაია (ბაფთით ვარჯიში), ელენე წულუკიძე (რგოლით ვარჯიში), ლიზა კორძაძე (გურზებით ვარჯიში) და ნინო დათუნაშვილი (ბურთით ვარჯიში). ამ ოთხეულიდან ბარბარე ქაჯაიმა მოიპოვა ფინალში ასპარეზობის უფლება. მან 28.600 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილით მოხვდა ფინალში. გუშინ გაიმართა ფინალები ოთხივე საგანში