დღეს სასტუმრო ,, პულმან თბილისი აქსის თაუერსში“ გაიმართა 2022 წლის სპორტული შედეგებით საუკეთესოთა დაჯილდოების ცერემონიალი. ღონისძიებას უძღვებოდა ცნობილი სპორტული კომენტატორი დიმიტრი ობოლაძე. დაბადების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სპეციალური პრიზით დაჯილდოვდნენ 2022 წლის იუბილარი სპორტული მოღვაწეები და ვეტერანი სპორტსმენები- ვაჟა კაჭარავა (85), გურამ კოსტავა (85), რომან რურუა (80), ალექსანდრე ბართაია (80), გივი ონაშვილი (75), ელგუჯა ბერიშვილი (70), პაატა ნაცვლიშვილი (70), ვაჟა დანელია (70), დავით გობეჯიშვილი (60), გიორგი თენაძე (60), ლუკა კურტანიძე (50), რუსუდან ხოფერია (50), ლაშა ლომიძე (50). საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი, რომელმაც 2022 წელს მოიპოვა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ოქროს მედლები, გაიმარჯვა არაერთ საერთაშორისო ტურნირში. ვიქტორ სანეევის სახელობის სპეციალური პრიზი -