მიმდინარე წლის თებერვლიდან მარტის ჩათვლით ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაცია ატარებს მსაჯთა ონლაინ ტესტირებას ტანვარჯიშის ყველა დისპლინაში. ჩატარდა სატესტო ონლაინ ტესტირება ვაჟი მსაჯებისთვის სპორტულ ტანვარჯიშში. ტესტის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მოქმედი მსაჯები ინარჩუნებდნენ მათ საერთაშორისო კატეგორიას და ახალ მსაჯებს ენიჭებოდათ მე-4 კატეგორია. ჩვენი ფედერაციის 8 მსაჯმა სპორტულ ტანვარჯიშში წარმატებით გაიარა ონლაინ ტესტირება და მათ აქვთ უფლება იმსაჯონ FIG საერთაშორისო ტურნირებზე. ეს მსაჯები არაინ:
ბესარიონ გამსახურდია
ილია გიორგაძე
ერა ხუნწარია
ილია ვაშაკიძე
ამირან ბერიანიძე
პაატა ნოზაძე
კახა ბარბაქაძე
გიორგი ჭიღლაძე
ვულოცავთ მსაჯებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ წარმატებულ საქმიანობას!