საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდედ, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა სახელოვანი სპორტული მოღვაწე, ვახტანგ გორგასლის, ღირსებისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენების კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი ჯანო ბაგრატიონი. ბატონი ჯანო იყო საქმის ერთგულებით გამორჩეული პიროვნება, სპორტსმენებისა და სპორტის ინტერესების გულმხურვალე დამცველი, არაერთი მნიშვნელოვანი წამოწყების თაოსანი. ამიტომაც სარგებლობდა განსაკუთრეული პატივისცემით როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ამიტომაც აფასებდნენ სხვადასხვა თაობის სპორტსმენები, მწვრთნელები, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, და მათ შორისო იყო ჩვენი ფედერაციაც. ჩვენი ფედერაცია უთანაგრძნობს ჯანო ბაგრატიონის ოჯახის წევრებს და ახლობლებს.